მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კანადა უცხოელებისთვის სახლების მიყიდვის აკრძალვას გეგმავს - Bloomberg

624f4ab5551fc
ალა ისპირიანი
08.04.22 00:46
1355
Bloomberg -ის ინფორმაციით, კანადა უცხოელების უმეტესობას სახლების ორი წლით ყიდვას აუკრძალავს და მილიარდობით დოლარს სამშენებლო საქმიანობის წახალისებისთვის გამოყოფს.

აღნიშნულის მიზეზად სახლებზე ფასების ზრდა სახელდება, რადგან სტატისტიკის მიხედვით, ბოლო ორ წელიწადში, კანადაში სახლების ფასები 50%-ზე მეტით გაიზარდა. მიმდინარე წლის თებერვალში კი ბინის საორიენტაციო ფასმა 693 000 აშშ დოლარს მიაღწია.

უცხოელებისთვის უძრავი ქონების მიყიდვაზე აკრძალვა არ ვრცელდება სტუდენტებზე, უცხოელ მუშაკებზე ან იმ უცხოელ მოქალაქეებზე, რომლებიც კანადის მუდმივი რეზიდენტები არიან.