მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კანადა უკრაინას $375 მლნ მოცულობის სამხედრო დახმარებას გამოუყოფს

6484cba5053e7
მარიამ ვარადაშვილი
10.06.23 23:20
550
დღეს კიევში კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო ჩავიდა.

პრეზიდენტ ვოლოდიმიერ ზელენსკითან ერთად გამართულ ბრიფინგზე ტრუდომ განაცხადა, რომ კანადა უკრაინას 375 მილიონი დოლარის მოცულობის სამხედრო დახმარებას გამოუყოფს. მან ასევე თქვა, რომ აპირებენ კონფისკაცია გაუკეთონ რუსეთის სატვირთო თვითმფრინავს, რომელიც შარშან გაზაფხულზე დაეშვა ტორონტოში. ის უკრაინას გადაეცემა. ამას გარდა, უკრაინელი სამხედრო მფრინავები კანადაში გაივლიან წვრთნებს. ომის დაწყების შემდეგ ეს კანადის პრემიერის მეორე ვიზიტია უკრაინაში.