მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კანადის მოსახლეობის 30% კრიპტოაქტივებში ინვესტირებას გეგმავს

63c12ea82d149
გიორგი თოლორდავა
13.01.23 14:13
760
კანადის საფონდო ბირჟებისა და ფასიანი ქაღალდების მარეგულირებელი ორგანოს პროგნოზით, 2024 წლამდე ქვეყნის მოსახლეობის 30% კრიპტო და ციფრულ აქტივებში ინვესტირებას გეგმავს.

მარეგულირებელი ორგანოს დირექტორის, გრანტ ვინგოს განცხადებით, კრიპტოვალუტების მიმართ საზოგადოების დაინტერესება ყოველწლიურად იზრდება, კანადის კანონმდებლობა კი მაქსიმალურად ნეიტრალურია, რაც ხელს უწყობს ახალი ტექნოლოგიის განვითარებას, თუმცა აგრეთვე ზრდის რისკებსაც.

მისი შეფასებით, თაღლითური ორგანიზაციებისა და ფინანსური პირამიდების რაოდენობა სწრაფად იზრდება, მათ გასაკონტროლებლად საკმარისი რესურსები კი ცენტრალურ მარეგულირებელ ორგანოს არ გააჩნია, რის გამოც მოსახლეობამ ინვესტიციის განხორციელებამდე მაქსიმალური სიფრთხილითა და ყურადღება უნდა გამოიჩინოს.

4 მილიონამდე კანადელ მოქალაქეს უკვე აქვს კრიპტოაქტივებში გარკვეული სახის ინვესტიცია განხორციელებული, ზემოხსენებული პროგნოზის გამართლების შემთხვევაში კი აღნიშნული მაჩვენებელი 2024 წლისთვის 12 მილიონამდე გაიზრდება.