მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კრიპტობირჟა BINANCE-მა კანადის ბაზრიდან გასვლა გადაწყვიტა

6461f8e6d24b4
გიორგი თოლორდავა
15.05.23 13:19
1061
მსოფლიოს უმსხვილესმა კრიპტობირჟა Binance-მა კანადის ბაზრიდან გასვლის და საოპერაციო საქმიანობის საბოლოოდ დასრულების გადაწყვეტილება მიიღო.

კომპანიის ხელმძღვანელის, ჩანგპენგ ჟაოს განცხადებით, კანადაში დამტკიცებული ახალი რეგულაცია ფაქტობრივად შეუძლებელს ხდის კრიპტობირჟის საქმიანობას, ამიტომაც Binance-ს ქვეყნიდან გასვლა უწევს.

კრიპტობირჟის მომხმარებლები უახლოეს მომავალში თავიანთ აქტივებს უკან დაიბრუნებენ, რის შემდეგაც Binance-ი სრულად შეწყვეტს კანადელი კლიენტებისთვის მომსახურების გაწევას.

ახალი რეგულაცია, რომელზეც ჟაო საუბრობს, გასულ თვეს დამტკიცდა და ის კრიპტობირჟებს უმკაცრეს საოპერაციო მოთხოვნებს უწესებს. მათ შორის, წინასწარი რეგისტრაციის, მომხმარებლების ვერიფიკაციისა და ტრანზაქციების აღწერის ისეთ პრაქტიკას, რომლის ანალოგიც ფაქტობრივად არცერთ სხვა ქვეყანაში არ არის.

ექსპერტების შეფასებით, კანადის ხელისუფლება აქტიურად ზღუდავს კრიპტოინდუსტრიის განვითარებას, მსგავსი ტიპის რეგულაციები კი თითქმის შეუძლებელს ხდის როგორც კრიპტობირჟების, ასევე ბლოკჩეინთან დაკავშირებული კომპანიების ლეგალურად ოპერირებას.

ჩანგპენგ ჟაოს თქმით, Binance-ი იმედოვნებს, რომ მომავალში ის ისევ შეძლებს კანადაში დაბრუნებას, თუმცა ამ ეტაპზე არსებული ვითარება ამის საშუალებას არ იძლევა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები