15.სექტემბერი .2019 17:25

კანონპროექტი: 2030 წელს განახლებადი წყაროებიდან ენერგიამ ქვეყნის მოხმარებაში 35% უნდა შეადგინოს

views 1133
უკან

2030 წლისთვის განახლებადი წყაროებიდან წარმოებული ენერგიის ოდენობამ ქვეყნის საერთო მოხმარებაში 35% უნდა შეადგინოს. ამის შესახებ "განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ" კანონპროექტშია ნათქვამი, რომლის განხილვას პარლამენტი 16 სექტემბერს იწყებს.

კანონპროექტი 22 მუხლისგან შედგება და ითვალისწინებს სამართლებრივი საფუძვლების შექმნას განახლებადი ენერგიების ხელშეწყობის, წახალისებისა და გამოყენებისთვის, ამასთანავე განსაზღვრავს კონკრეტული პერიოდისთვის ქვეყნის ენერგიის მთლიან საბოლოო მოხმარებაში და ტრანსპორტში განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის რაოდენობას, რაც გამოსახულია პროცენტულ მაჩვენებელში და წარმოადგენს სავალდებულო ეროვნული სამიზნე მაჩვენებელს.

როგორც დოკუმენტის განმარტებით ბარათში წერია, კანონპროექტის უმთავრესი მიზანი ადგილობრივი რესურსების მაქსიმალური გამოყენებით საქართველოს იმპორტზე დამოკიდებულების შემცირება და მომხმარებლის ელექტროენერგიაზე მოთხოვნის სრული დაკმაყოფილება უზრუნველყოფაა.

ამ მიზნების მიღწევას კი, ეკონომიკის სამინისტრო, რომელიც კანონპროექტის ავტორია, ინვესტორებისთვის სხვადასხვა წამახალისებელი მექანიზნების შეთავაზებით აპირებს, რომელიც ასეთი ტერმინის – "მხარდაჭერის სქემების" ფარგლებში იქნება კანონში და კანონქვემდებარე აქტებში მოცემული.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა