21.ოქტომბერი .2021 14:45

„კანონს მიღმა დახმარება არასდროს მიმიღია“ - ირაკლი კოვზანაძე

„კანონს მიღმა დახმარება არასდროს მიმიღია“ -  ირაკლი კოვზანაძე
views 782
უკან

„კანონს მიღმა დახმარება არასდროს მიმიღია“ - ასე უპასუხა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ #რედაქტ2-თან ინტერვიუში კითხვას, რომელიც სუს-იდან გაჟონილი ე.წ. ფარული მოსმენების ფაილებში მისი სახელის და გვარის ფიგურირებას შეეხებოდა.

საქმე ეხება კერძო საკუთრების ირგვლივ მიმდინარე სასამართლო დავას, რომლის დროსაც მედიაში გავრცელებული „სუს-ის ფაილების“ მიხედვით, ირაკლი კოვზანაძემ თავისი თანამდებობრივი მდგომარება გამოიყენა.

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირწმუნება, რომ უკანონო ქმედებები არასდროს განუხორციელებია.

„არასდროს კანონს მიღმა დახმარება არ მიმიღია, არც რამით მისარგებლია და <დავის> ისტორია რაც არის, ახლა გიყვებით... სიღრმეში არ შევალ“, - ამბობს ირაკლი კოვზანაძე.


მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა