მთავრობის სტრატეგიულ დოკუმენტ „ხედვა 2030“-ის მიხედვით, საქართველოს კაპიტალის ბაზრის განვითარების დონე ჯერ ისევ დაბალია. კერძოდ, ეკონომიკაში მსესხებლებსა და დამზოგველებს შორის კაპიტალის ალოკაცია არაეფექტიანი და შებოჭილია. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ამის გამომწვევი მიზეზი რეგულირებული საბანკო სექტორის შეზღუდული რისკი-მომგებიანობის პროფილი და დანაზოგებისა და სესხების ბაზარზე საბანკო სექტორის მაღალი კონცენტრაციაა.
ამ მოსაზრებას არ იზიარებს საქართველოს საფონდო ბირჟის გენერალური დირექტორი, ნინო ქურდიანი.
როგორც მან BMGtv-ის გადაცემა „ანალიტიკა“-ში სტუმრობისას აღნიშნა, პრობლემის ამ კუთხით დანახვა არასწორია, რადგან კაპიტალის ბაზრის განვითარებას ხელს არა ბანკების მაღალი კონცენტრაცია, არამედ ინვესტორების ნაკლებობა უშლის.
"ვფიქრობ, რომ ბანკების მაღალი კონცენტრაცია ხელს კი არ უშლის კაპიტალის ბაზრის განვითარებას, არამედ ავსებს იმ Gap-ს, რაც ამჟამად კომპანიებს რესურსებზე ხელმისაწვდომობის ნაწილში გააჩნიათ. გარდა ამისა, კაპიტალის ბაზარზე არის მეორე მხარეც - ინვესტორების მხარე. ამ შემთხვევაში, ძირითადად ინსტიტუციური ინვესტორები აქტიურობენ, ვისთვისაც ქართული კაპიტალის ბაზარი ნაცნობია და მათ იციან, როგორ მოახდინონ ოპერირება და სად დააბანდონ თანხები. ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ მეტად მოვიზიდოთ უცხოელი ინვესტორები და გავააქტიუროთ საცალო ბაზარიც. მხოლოდ მათი მხრიდან აქტიურობას შეიძლება მოჰყვეს საბანკო კონცენტრაციის შესუსტება და კაპიტალის ნაწილის გადმოტანა საფონდო ბაზარზე“, - განაცხადა ნინო ქურდიანმა.
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი