მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კარგი იქნება, თუ წელს ეკონომიკის ზრდა ნულოვან მაჩვენებელზე მაინც გავა - ზურაბ ლალაზაშვილი

606433d28890f
ვიქტორია მღებრიშვილი
31.03.21 12:35
1094
აუდიტორიული კომპანია „BDO საქართველოს“ მმართველი პარტნიორის ზურაბ ლალაზაშვილის შეფასებით, კარგი იქნება თუ 2021 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა ნულოვან მაჩვენებელზე გავა და მშპ-ს შემცირება არ დაფიქსირდება.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერთან შეხვედრის დაწყებამდე ზურაბ ლალაზაშვილმა განმარტა, რომ ეკონომიკის სრულად გახსნა და აღდგენა ვაქცინაციის პროცესზეა დამოკიდებული.

„მოლოდინები ძალიან რთული გასაკეთებელია, რეალურად ძალიან კარგ შემთხვევაში ჩვენთვის კარგი იქნება, თუ ეკონომიკის ზრდის ნულოვან მაჩვენებელზე გავალთ, ანუ თუ დანაკლისი არ გვექნება. ჩვენ შორს ვართ ეკონომიკის გახსნისგან, ხოლო ვაქცინაციის პროცესი ეკონომიკის გახსნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, აქედან გამომდინარე ამაზე ძალიან მნიშვნელოვნად ვართ დამოკიდებული. ნულოვან მაჩვენებელზე გასვლა კარგი იქნება, თუმცა შეიძლება ამასაც ვერ მივაღწიოთ“, - განაცხადა ზურაბ ლალაზაშვილმა.

ცნობისთვის: საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, წინასწარი შეფასებით 2021 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) კლებამ 5.1% შეადგინა, ხოლო იანვარ-თებერვლის ეკონომიკური ვარდნა 8.3%-ია