04.დეკემბერი .2020 19:10

„კარგი იქნებოდა“ - მისო-ების ასოციაცია რესტორნების/ივენთერების სესხის სუბსიდირებაში ჩართვაზე

„კარგი იქნებოდა“ - მისო-ების ასოციაცია რესტორნების/ივენთერების სესხის სუბსიდირებაში ჩართვაზე
views 349
უკან

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეიდან „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში რესტორნებისა და ივენთ-კომპანიებისთვის სესხის ან ლიზინგის პროცენტის სუბსიდირების პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო. როგორც სააგენტოს - „აწარმოე საქართველოში“ მიერ დღეს გავრცელებული პრეს-რელიზიდან გაირკვა, სესხების და ლიზინგის სუბსიდირებას სახელმწიფო მხოლოდ კომერციულ ბანკებთან და ლიზინგის გამცემ სუბიექტებთან თანამშრომლობით მოახდენს.

კრედიტორ კომპანიებს შორის არ მოხვდნენ მიკროსაფინანსო ორგანიზაციები.

BM.GE-ისთან საუბრისას მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაციის თავმჯდომარე ბესიკ შენგელია აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში თუ მისო-ები რესტორნების და ივენთ-კომპანიების სესხის პროცენტის სუბსიდირების პროგრამაში ჩაერთვებოდნენ, "ეს კარგი იქნებოდა მათთვისაც და მომხმარებლისთვისაც".

„არანაირი კომუნიკაცია ამ საკითხთან დაკავშირებით არ გვქონია. მისო-ებს ჰყავთ მომხმარებლები, რომლებზეც მთავრობის მიერ დაწესებული წერტილოვანი შეზღუდვები გავრცელდა და მათ შორის არიან რესტორნები და ივენთ-კომპანიებიც. რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში თუ რესტორნებისა და ივენთ კომპანიების სესხების პროცენტის სუბსიდირებაში მივიღებდით მონაწილეობას, ეს კარგი იქნებოდა ჩვენთვისაც და პირველ რიგში - ჩვენი მომხმარებლისთვის“, - განაცხადა ბესიკ შენგელიამ.

ის აცხადებს, რომ ერთადერთი, რაზეც მისო-ები ბოლოს სახელმწიფო ინსტიტუტებთან შეთანხმდნენ, „აწარმოე საქართველოს“ პროგრამის ფარგლებში საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმში ჩართვა იყო.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა