მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„კარგი იქნებოდა, 2020 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტი პარლამენტში ადრე წარმოედგინათ"

5edde8c1112ef
ინგა მურუსიძე
08.06.20 11:34
691
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ მიიჩნევს, რომ კარგი იქნებოდა, 2020 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტი ადრე წარდგენილიყო, თუმცა რეგლამენტის მიხედვით, ვადებში დრამატული ცვლილება არც ახლაა.

ასე უპასუხა კაკულიამ ჟურნალისტების კითხვას იმის თაობაზე, ხომ არ დააგვიანა ფინანსთა სამინისტრომ  kovid-19-ის გამო მთავარ ფინანსურ დოკუმენტში დაგეგმილი ცვლილებების წარდგენა.  

„ყოველ შემთხვევაში დრამატული ცვლილება არ არის; ალბათ კარგი იქნებოდა, წარმოდგენილი ყოფილიყო უფრო ადრე, მაგრამ რეგლამენტის მიხედვით, დრამატულ ცვლილებებთან ადგილი არ გვაქვს. იმედი მაქვს, ეს დრო დაეთმობა მუშაობას და იმ დეტალების დაზუსტებას, რაც ესოდენ მნიშვნელოვანია ამ კრიზისულ ვითარებაში“, - განაცხადა კაკულიამ.

ცნობისთვის: 2020 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტი პარლამენტს, სავარაუდოდ, დღეს წარედგინება.