კასპის მუნიციპალიტეტში, პირობით გამყოფ ზოლთან სოფელ ყარაფილაში, ნატურალური, დეტოქს-სასმელის „კომბუჩას“ მწარმოებელი ქარხნის მშენებლობა იწყება. პროექტი „საპარტნიორო ფონდის“, „სტარტაპ-საქართველოსა“და „USAID-Zrda“-ს მხარდაჭერით ხორციელდება. ცოცხალი ფერმენტებით მდიდარი სასმელის საწარმოს მშენებლობას დღეს ჩაეყარა საფუძველი და სიმბოლური კაფსულა ჩაიდო.
ამის შესახებ ინფორმაციას საპარტნიორო ფონდი ავრცელებს. მათივე ცნობით, ნატურალური სასმელების მწარმოებელი სტარტაპი „სტარტაპ საქართველოს“ ინოვაციური პროექტების ერთ-ერთი გამარჯვებულია. სასმელის წაროება საწარმოს მშენებლობის დასრულებიდან 3 თვეში დაიწყება. ინვესტიციის ჯამური მოცულობა 611,300 ლარია.
"სასმელი „კომბუჩას“ თვისება დეტოქსიკაცია და იმუნური სისტემის ამაღლებაა, რაც არის პასუხი 21-ე საუკუნის ერთერთ მთავარ გამოწვევაზე, კერძოდ, ჯანმრთელობის დაცვა დაბინძურებული გარემოს პირობებში და ორგანიზმისთვის ორგანული პროდუქტების დეფიციტის შევსება", - ამბობენ ფონდში.
„სტარტაპ-საქართველოსა“ და „USAID-Zrda“-ს ერთობლივი ახალი ინიციატივის მიზანი პირობითი საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებში მოსახლეობას მიეცეს შესაძლებლობა, დაიწყონ ინოვაციური, სიახლეებზე ორიენტირებული დამწყები ბიზნესები, ადგილზე მეტი საწარმოსა და სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით.
„ვულოცავ პროექტის ავტორებს და ჩვენს საზოგადოებას ახალი საწარმოს მშენებლობის დაწყებას, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებთან ახლოს მდებარეობს. ამაყი ვარ, რომ ჩვენი სტარტაპერები არიან ახალგაზრდები, რომლებსაც მიღებული აქვთ განათლება ევროპისა და ამერიკის წამყვან უნივერსიტეტბში და სწორედ აქ, ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარედ, სოფელ ყარაფილაში იწყებენ პროექტს. ეს არის წარმატებული მაგალითი, როგორ გამოვიყენოთ მიღებული ცოდნა და ადგილობრივი რესურსი მცირე და საშუალო ბიზნესი განსავითარებლად რეგიონებში, რაც თავისთავად განაპირობებს ადგილობრივების დასაქმებას და რეგიონში სხვა ბიზნესების სტიმულირებას. აშშ საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პარტნიორია და იმედი გვაქვს, რომ USAID-Zrda-სთან ერთად განხორციელებული ეს პროექტი კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის“, - განაცხადა საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ.
თავის მხრივ, აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა აღნიშნა, რომ აშშ-ის დახმარების მიზანი საქართველოში ინკლუზიური ეკონომიკის განვითარებაა და ეს პროექტი ამის მაგალითია.
„დღევანდელი დღე არის ძალიან კარგი მაგალითი იმისა, თუ რა არის ჩვენი თანამშრომლობის, ამერიკის მხარდაჭერის მიზანი საქართველოში. სამი თვის შემდეგ აქ იქნება კომბუჩას მწარმოებელი საწარმო, რომელიც აშენდება ახალგაზრდების ჯგუფის ინიციატივით „საპარტნიორო ფონდის“, „სტარტაპ-საქართველოს“ და „USAID/Zrda“-ს ხელშეწყობით და ეს იქნება მართლაც ყველასათვის მნიშვნელოვანი პროექტი საქართველოში. აშშ-ის დახმარების მიზანი გახლავთ, ხელი შეუწყოს საქართველოში ინკლუზიური ეკონომიკის ზრდას არამხოლოდ ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებსა და თემებში, არამედ - მთლიანად საქართველოში. ეს ინიციატივა მნიშვნელოვანია იმითაც, რომ იგი შექმნის სამუშაო ადგილებს ისეთ პატარა თემებში, როგორიც არის ყარაფილა და მოუტანს შემოსავალს ადგილობრივ მოსახლეობას. ასევე, ეს არის მნიშვნელოვანი გზავნილი, გამომხატველი იმისა, თუ რა შეიძლება გაკეთდეს ერთად დგომით და თანამშრომლობით. ამასთანავე, ეს გამოხატავს აშშ-ის ურყევ და მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“, - განაცხადა კელი დეგნანმა.
„დიდი მადლობა „USAID-Zrda-ს", რომ მოგვეცა შესაძლებლობა, საქართველოში შემოგვეტანა მსოფლიოში პოპულარული ჯანსაღი უალკოჰოლო სასმელი, რომელიც იდეალურად ერგება ჩვენი წყლის თვისებებს. მსგავსი ინოვაციური წარმოების განვითარება იმ მიმზიდველი საინვესტიციო პირობებით, რომლებსაც ერთობლივად ვთავაზობთ სტარტაპერებს, დიდი სტიმული იქნება დამწყები ბიზნესებისთვის“, - აღნიშნა „სტარტაპ-საქართველოს“ დირექტორმა გიორგი ლომიძემ.
ცნობისთვს, „სტარტაპ-საქართველოსა“ და „USAID-Zrda“-ს ახალი ინიციატივის პრიორიტეტია ინოვაციური საწარმოების დაფინანსება. ბენეფიციარს მინიმალური ფულადი მონაწილეობა მოეთხოვება, 90%-ს სტარტაპ-საქართველო გრძელვადიანი შეღავათიანი ინვესტიციით დააფინანსებს, ხოლო „USAID-Zrda“ ბენეფიციარს აღნიშნულ ჯამურ თანხას გაუორმაგებს და უსასყიდლო გრანტის სახით გადასცემს.
საპარტნიორო ფონდის ცნობით, „სტარტაპ-საქართველოს“ ამ ეტაპზე 106 გამარჯვებული ჰყავს, მათ შორის, 86 ბიზნეს იდეა ინოვაციურ კომპონენტს ეკუთვნის. გამარჯვებული სტარტაპ იდეების განხორციელება ეტაპობრივად მიმდინარეობს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის