მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კახა კუჭავა: ლუგარის ლაბორატორიის დამსახურებაა ის, რომ ჩვენ ასე წარმატებულად ვებრძვით პანდემიას

5eac4ad5eda27
BM.GE
01.05.20 20:40
847
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საკმაოდ ზუსტი შეფასება მისცა იმ უკანონო ქმედებებს, რომელსაც რუსეთი ახორციელებს. საუბარია იმ შეზღუდვებზე, რომელიც დააწესა რეგიონში და რაც საფრთხეს უქმნის საქართველოს მოქალაქეებს, ადგილობრივ მოსახლეობას“, -განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, კახა კუჭავამ.

მისი თქმით, რუსეთი აგრძელებს უკანონო ქმედებებს იმ ფონზე, როცა მთელი მსოფლიო გლობალურ პანდემიას ებრძვის და მოსახლეობა ვერ იღებს სათანადო სამედიცინო მომსახურებას.

„ასევე შემაშფოთებელია დეზინფორმაცია, რომელიც ვრცელდება რუსეთის მხრიდან ლუგარის ლაბორატორიასთან მიმართებაში. ლუგარის ლაბორატორია ჩვენი ჯანდაცვის სისტემის საკმაოდ ძლიერი კვანძია. ამ ლაბორატორიის დამსახურებაა ის, რომ ჩვენ ასე წარმატებულად ვებრძვით პანდემიას. მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს ის ვალდებულებები, რომელიც აღებული აქვს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულებით“, - განაცხადა კახა კუჭავამ.​