მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კაზინოს აკრძალვით ჩვენმა მეზობლებმა შემოსავლების დაკარგვის გარდა ვერაფერი "მოიგეს" - უჩა სეთური

619dfdc0eb805
ელენე გოგბერაშვილი
24.11.21 12:44
1020
მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის ხელმძღვანელი პრემიერ მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ონლაინ კაზინოებისთვის რეგულაციების გამკაცრების შესახებ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება. უჩა სეთური ამბობს, რომ მსგავსი მიდგომით მეზობელმა სახელმწიფოებმა შემოსავლების დაკარგვის გარდა ვერაფერი "მოიგეს".

"ონლაინ კაზინო არაა ხელწამოსაკრავი გამოწვევა, მაგრამ კაზინოს ან ზოგადად რომელიმე ციფრული სერვისის აკრძალვა გამოიწვევს პირველ რიგში ოკუპანტი მეზობლის ანალოგიური სერვისის შემოსვლას და ლოკალურის ჩანაცვლებას. იგივე გააკეთეს ჩვენმა მეზობლებმა და შემოსავლების დაკარგვის გარდა ვერაფერი "მოიგეს". 21–ე საუკუნეში არ მუშაობს ეს მიდგომა"-აცხადებს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის ხელმძღვანელი უჩა სეთური.

მთავრობის მეთაურმა ონალინ კაზინოებისთვის რეგულაციების გამკაცრება და ასაკობრივი ზღვარის 25 წლამდე აწევა რამდენიმე დღის წინ დაანონსა. გუშინ კი საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა, რომ 25 წლამდე ასაკის ვეღარავინ შევა არსებულ ფიზიკურ კაზინოებსა და მათ შორის სლოტკლუბებში და ამის აღსრულებაზე კონტროლი მაქსიმალურად იქნება გამკაცრებული.