31.ოქტომბერი .2020 10:15

კელი დეგნანი საქართველოს მოქალაქეებს არჩევნებზე წასვლისკენ მოუწოდებს

views 185
უკან

საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, საქართველოსთვის მთავარია მშვიდი ატმოსფერო და თავისუფალი არჩევანის გაკეთების საშუალება.

ამის შესახებ დიპლომატმა საქართველოში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნების კომენტირებისას განაცხადა.

„ჩვენ დავაკვირდებით არჩევნების პროცესს. საელჩოდან გვყავს 75 თანამშრომელი, რომელიც სხვადასხვა უბნებზე განაწილდება. მსურს აღვნიშნო, რომ ძალადობის და დაშინების ადგილი ამ არჩევნებზე არ არის. ასეთ შემთხვევებს ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით.

მთავარია, ამომრჩევლებმა აუცილებლად ატარონ ნიღბები და დაიცვან დისტანცია. ყველას გთხოვთ, რომ მიხვიდეთ არჩევნებზე და დააფიქსიროთ პოზიცია. მიდით არჩევნებზე“, - მიმართა ელჩმა საქართველოს მოსახლეობას. 

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა