26.სექტემბერი .2021 14:27

კერძო სამედიცინო დაზღვევით მოსარგებლეთა რიცხვი გაიზარდა

კერძო სამედიცინო დაზღვევით მოსარგებლეთა რიცხვი გაიზარდა
views 249
უკან

დაზღვევის ზედამხედველობის სახელმწიფო სამსახურის სტატისტიკის თანახმად, 2021 წლის მდგომარეობით, ქვეყანაში კერძო სამედიცინო დაზღვევის პაკეტით სულ 635,876 ადამიანი სარგებლობს, რაც საქართველოს მოსახლეობის 17%-ია. 

წინა წელთან შედარებით დაზღვევით მოსარგებლეთა რაოდენობა 28,656-ით, ანუ 4.5%-ით გაიზარდა, 2019 წელთან შედარებით კი დაზღვეულთა რაოდენობა 55,876-ით, ანუ 9%-ით არის გაზრდილი. 

სამედიცინო დაზღვევა საქართველოს სადაზღვევო ბაზრის შემოსავლების 43%-ს აგენერირებს. 2021 წლის პირველ 6 თვეში სამედიცინო დაზღვევის პრემიების მთლიანმა მოცულობამ 195 მილიონი ლარი შეადგინა. გადახდილი პრემიების მოცულობა წინა წელთან შედარებით 13.7%-ით (23.6 მილიონი ლარით) გაიზარდა. 

გადახდილი პრემიების მიხედვით, წელს ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტის საშუალო ყოველთვიური ღირებულება თვეში 51.1 ლარს შეადგენს, 2020 წელს კი ჯანმრთელობის დაზღვევის საშუალო პაკეტის ღირებულება თვეში 47 ლარი იყო.

ჯანმრთელობის დაზღვევის ბაზარზე მოზიდული პრემიების მიხედვით პირველ ადგილზეა "ჯიპიაი ჰოლდინგი", რომელზეც მოზიდული პრემიების 29% მოდის. 21%-ით მეორე ადგილზეა "იმედი L", 14%-ით მესამეზე "არდი", 7%-იანი წილი აქვს "სადაზღვევო ჯგუფს", 6% "პსპ დაზღვევას", ბაზრის სხვა მოთამაშეებზე კი 23% მოდის.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა