მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კიევის მოსახლეობის 70%-ს ელექტროენერგია არ მიეწოდება - კლიჩკო

637f1b8e542b3
გიორგი თოლორდავა
24.11.22 11:31
440
რუსული სამხედრო ძალების მორიგი თავდასხმის სამიზნე უკრაინის ენერგეტიკული და საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურა გახდა. გასული 24 საათის განმავლობაში რუსმა სამხედროებმა უკრაინის მიმართულებით დაახლოებით 70 რაკეტა და ჭურვი გაისროლეს.

კიევზე მიტანილი იერიშის შედეგად, კრიტიკულად დაზიანდა დედაქალაქის ინფრასტრუქტურა, რის გამოც მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს შეზღუდული აქვს ელექტროენერგიისა და წყლის მიწოდება.

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, დედაქალის მოსახლეობის 70%-ს ამჟამად შეწყვეტილი აქვს ელექტროენერგიის მიწოდება, რაც ინფრასტრუქტურის დაზიანებითაა გამოწვეული.

"მტერი დედაქალის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ესხმის თავს. გთხოვთ, საჰაერო შეტევის დასრულებამდე თავშესაფრებში დარჩეთ", - აცხადებს კიევის მერია.

მიუხედავად ამისა, მერიის ცნობით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურები და ტექნიკური ჯგუფები 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ და აქტიურად ცდილობენ დაზიანებული კავშირგაბმულობის ქსელების და კომუნალური სერვისების მიწოდების აღდგენას.