მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კიევის მოსახლეობის 80%-ს წყალი და ელექტროენერგია არ მიეწოდება - კლიჩკო

635faa181ad64
გიორგი თოლორდავა
31.10.22 14:59
650
რუსული სამხედრო ძალების მორიგი თავდასხმის სამიზნე უკრაინის ენერგეტიკული და საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურა გახდა. გასული 24 საათის განმავლობაში რუსმა სამხედროებმა უკრაინის მიმართულებით დაახლოებით 50 რაკეტა და ჭურვი გაისროლეს.

კიევზე მიტანილი იერიშის შედეგად, კრიტიკულად დაზიანდა დედაქალაქის ინფრასტრუქტურა, რის გამოც მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს შეზღუდული აქვს ელექტროენერგიისა და წყლის მიწოდება.

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, დედაქალის მოსახლეობის 80%-ს ამჟამად შეწყვეტილი აქვს წლის მიწოდება, რაც ძირითადი წყალმომარაგების ცენტრების დაზიანებითა და ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვითაა განპირობებული.

მიუხედავად ამისა, მერიის ცნობით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურები და ტექნიკური ჯგუფები 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ და აქტიურად ცდილობენ დაზიანებული კავშირგაბმულობის ქსელების და კომუნალური სერვისების მიწოდების აღდგენას.