მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

უკრაინული ხორბლით დატვირთული მეორე გემი თურქეთში ჩავიდა

მარცვლეულის ექსპორტი

რუსეთიდან მომდინარე საფრთხის მიუხედავად, უკრაინული ხორბლით დატვირთული მეორე გემი კვირას თურქეთში ჩავიდა. 

მას შემდეგ, რაც მოსკოვმა დატოვა შავი ზღვის ნავსადგურებიდან მარცვლეულის ექსპორტზე მიღწეული შეთანხმება, უკრაინამ განაცხადა, რომ ახალ გზას გამოიყენებდა, რომელიც NATO-ს წევრი ბულგარეთისა და რუმინეთის მიერ კონტროლდება. კერძოდ, გემები გამოიყენებენ იმ გზას, რომელიც ამ ქვეყნების მიერ კონტროლდება.

უკრაინამ და რუსეთმა 2022 წლის 22 ივლისს სტამბოლში გააფორმეს შეთანხმებები თურქეთთან და გაეროსთან, უკრაინის სამი პორტის - ოდესის, ჩერნომორსკისა და იუჟნის - გათავისუფლების შესახებ. ეს პორტები ბლოკირებული იყო მას შემდეგ, რაც თებერვლის ბოლოს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.

შეთანხმება მსოფლიოში არსებული სასურსათო კრიზისის საპასუხოდ გაფორმდა, რადგან რუსეთიც და უკრაინაც მარცვლეულის ყველაზე მსხვილი ექსპორტიორები არიან. თავის მხრივ, რუსეთმა მიიღო გარანტია, რომ საკუთარი მარცვლეულისა და პესტიციდების ექსპორტსაც განახორციელებდა. შეთანხმების მოქმედების ვადა 17 ივლისს ამოიწურა.

რუსეთი შეთანხმების სანაცვლოდ ტოლიატი-ოდესის ამიაკის მილსადენის ამუშავებას, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის და მისი ნაწილების მიწოდების აღდგენას, უცხოეთის პორტებში რუსული გემების შესვლას და Россельхозбанк-ის საგადასახადო სისტემა SWIFT-ში დაბრუნებას ითხოვდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები