მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კივანო, მარაკუია, დრაკონის ხილი - გურიაში ტროპიკული ხილის წარმოება დაიწყეს

62ac889d12eb9
მარიამ იზორია
17.06.22 22:00
3867
გურიაში, ლანჩხუთში მეურნეობა “ბაღჩა” გაშენდა, რომელიც ტრადიციულ ბოსტნეულსა და ხილთან ერთად, ტროპიკულს - საქართველოსთვის უცხო პროდუქტს, მათ შორის კივანოს, მარაკუიას, ავოკადოს, ჯინჯერს, ბატარას, ბრიუსელის კომბოსტოს, დრაკონის ხილი და სხვა პროდუქტს აწარმოებს. მეურნეობა 4000 კვადრატულ მეტრზეა მოწყობილი და მეცხოველეობისა და მეფრინველეობის მიმართულების განვითარებასაც გეგმავს.

“ბაღჩას” დამფუძნებელი ჯერი ძუარი სოფელში რამდენიმე თვის წინ დაბრუნდა და მეურნეობის შენება საკუთარი ძალებით სახლის ეზოში დაიწყო დაიწყო.

როგორც ის bm.ge-სთან აღნიშნავს, ჯერჯერობით პირველი წელია და სექტემბერში მოსავლის მცირე მოცულობას მიიღებს, მომდევნო წლიდან კი სრული მოსავლის აღების შემდგომ პროდუქტის გაყიდვასაც დაიწყებს. მისივე თქმით, გარდა მოყვანილი ხილისა და ბოსტნენულისა, “ბაღჩაში” თესლისა და ნერგების გაყიდვაც დაიწყება.

"ბაღჩა მცენარეების გაერთიანებაა. ადგილზე ისეთი პროდუქტები მომყავს, რომლებსაც საქართველოში არ აწარმოებენ. გარდა ამისა, ადგილზე ყველა ის ინვენტარია, რაც სოფლის შემადგენელი ნაწილია, მათ შორის შუაცეცხლის ნალი, ცხოველებისა და ფრინველების ფერმა. ამ ყველაფრის აღდგენასა და პოპულარიზაციას ვცდილობთ. ყველაფერს მარტო ვაკეთებ და ჯერჯერობით არანაირი ფინანსები არ ჩამიდია. ინტერესის გაჩენის შემდეგ ზოგმა თესლი ჩამომიტანა, ზოგმა საჭირო ინფორმაცია გამიზიარა. პირველი მცენარე მაღაზიაში შეძენილი ხილის შიგთავსიდან ამოვიყვანე.

სექტემბრიდან ნარგავების ნაწილი ნაყოფს მოგვცემს. მომავალი წლიდან კი პროდუქტის სრული რეალიზაცია დაიწყება. ადგილზე თესლებსა და ნერგებსაც გავყიდი”, - აღნიშნავს ის.

“ბაღჩას” დამფუძნებელი იმასაც ამბობს, რომ სამომავლოდ იმ მცენარეებისთვის, რომლებსაც ტენიანობა და კონტროლი სჭირდებათ, სათბურისა და კონდიცირების გაკეთების გეგმაც აქვს.

“წელს გვიან დავიწყე მიწასთან მუშაობა, ვინაიდან პროდუქტების სრულად დათესვა ვერ მოვასწარი, ამიტომ მოცულობებსაც აუცილებლად გავზრდი, რადგან რა რაოდენობაც მექნება, სამომავლოდ იმის ოთხმაგი მოცულობა მივიღო”, - განმარტავს “ბაღჩას” დამფუძნებელი.