მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კომპანიები, რომელთა აქციებსაც საქართველოში ყველაზე ხშირად ყიდულობენ - ოთარ შარიქაძე

61fe462271e19
ვიქტორია მღებრიშვილი
05.02.22 13:58
1593
საინვესტიციო ბანკის Galt & Taggart-ის მმართველი პარტნიორმა ოთარ შარიქაძემ გადაცემა BMG Drive-ში ის კომპანიები დაასახელა, რომლის აქციებსაც საქართველოში ყველაზე მეტად ყიდულობენ. მისი თქმით, როგორც ქართველ, ასევე უცხოელ ინვესტორებში პოპულარობით გამოირჩევა დიდი, ტექნოლოგიური კომპანიების აქციების შეძენა.

„TOP-10 კომპანია, რომლის აქციებსაც ამერიკაში აუქციონებზე ყიდულობენ ჩვენთვის ცნობილი კომპანიებია, როგორებიცაა Tesla, Microsoft, Apple... ნებისმიერი დიდი ტექნოლოგიური კომპანია და იგივე ტენდენციაა საქართველოში, ანუ დიდი განსხვავება არ არის. TOP-10 – 15 კომპანიაში ყველა იმ დიდ სახელს ვიპოვით, რომელსაც „რობინ ჰუდის“ ინვესტორები ყიდულობენ.

ჩვენთვისაც ცნობილია იგივე ბრენდები, იგივე ანალიტიკას ვკითხულობთ. რეალურად ტექნოლოგიურმა პროგრესმა ის მოახდინა რომ ჩვენამდე ბაზრის შესახებ ინფორმაცია მოვიდა და ვაჭრობის საშუალებაც გაჩნდა. ამიტომ ჩვენი - Galt & Taggart-ის ერთ-ერთი სვლა ის იყო, რომ მომხმარებლისთვის, რაც შეიძლება გამარტივებული პროდუქტი შეგვეთავაზებინა რომ მათ ინვესტირება შესძლებოდათ“, - განაცხადა ოთარ შარიქაძემ.

კითხვაზე - როგორ ვიქცევით და როგორ უნდა მოვიქცეთ თუ ჩვენი აქციები უფასურდება, Galt & Taggart-ის მმართველი პარტნიორი აღნიშნავს, რომ ახალბედა ინვესტორები აქციებს ყველაზე იაფად ყიდიან და ყველაზე ძვირად ყიდულობენ, აქედან მან ინვესტირების მსურველ პირებს გარკვეული რეკომენდაციების მისცა.

„ძალიან ბევრი ანალიტიკოსი დამწყებ ინვესტორებს რეგულარული ინვესტიციების კეთებას ურჩევს. მაგალითად, ინვესტორი ვისაც ინვესტირების დაწყებით გარკვეული ქონების დაგროვება უნდა, თვეში ერთხელ 100-200 დოლარის ინვესტიცია უნდა გააკეთოს. მან უნდა შექმნას პორტფელი, სადაც სხვადასხვა კომპანიის აქციები იქნება თავმოყრილი და წლის განმავლობაში ინვესტირება უნდა განახორციელოს. შედეგად მოხდება ის რომ 12 თვის განმავლობაში აქციების ფასი ხან აიწევს ხან დაიწევს, თუმცა ინვესტორი საშუალოდ მაინც სტაბილურ ფასს შეინარჩუნებს. არსებობს სტატისტიკა, რომ თუ პორტფელი საკმაოდ დივერსიფიცირებულია, წლების განმავლობაში ინდექსები მაინც იზრდება. ანუ ეკონომიკა მაინც იზრდება“, - განმართა Galt & Taggart-ის მმართველი პარტნიორმა.