მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კომუნიკაციების შესახებ კანონი პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო

5f11c6d92cde5
შოთა ტყეშელაშვილი
17.07.20 19:41
1049
პარლამენტმა დღეს დაჩქარებული წესით დაამტკიცა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი, რომლის საბოლოო ვარიანტიც 10-დღიანი განხილვების შემდეგ სექტორის წარმომადგენლებთან ერთად შეჯერდა.

ცვლილებების თანახმად, კომისიას შეეძლება ავტორიზებულ/ლიცენზიის მფლობელ პირს სპეციალური მმართველი დაუნიშნოს, მესამე მოსმენით, 88 ხმით დაამტკიცა. უფრო კონკრეტულად, იმ შემთხვევაში, თუ ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირი აქციების, წილების ან საოპერაციო აქტივების შეძენის შესახებ კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს დაარღვევს, კომუნიკაციების კომისია უფლებამოსილი ხდება, ამ დარღვევის გამო მიღებული გადაწყვეტილების აღსასრულებლად დანიშნოს სპეციალური მმართველი.

პროექტის თანახმად, სპეციალური მმართველი შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირის მიმართ ამ დარღვევისთვის დაკისრებულმა ჯარიმებმა ვერ უზრუნველყო კომისიის გადაწყვეტილების აღსრულება, ხოლო ავტორიზაციის შეჩერებამ ან ლიცენზიის გაუქმებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესს, ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოს, ან მომხმარებლების ინტერესს.

"1.ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირის მიერ ამ კანონის 26-ე - 27-ე მუხლების დარღვევის გამო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსასრულებლად კომისია უფლებამოსილია დანიშნოს სპეციალური მმართველი. სპეციალური მმართველი შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირის მიმართ ამ დარღვევისათვის უკვე გამოყენებულია ამ კანონის 45-ე მუხლის მესამე პუნქტით განსაზღვრული ჯარიმა ერთხელ მაინც განსაზღვრული ჯარიმები და ჯარიმებმა ვერ უზრუნველყო კომისიის გადაწყვეტილების აღსრულება, ხოლო ავტორიზაციის შეჩერებამ/ლიცენზიის გაუქმებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესს, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირების, მომხმარებლების კანონიერ ინტერესებს ან ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოს," - ნათქვამია კანონში.