მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კორონავირუსის გამო NBA-მ სეზონი შეაჩერა

5e69d854b4668
ნათია თაქთაქიშვილი
12.03.20 13:00
913
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის სეზონი მას შემდეგ შეჩერდა, რაც გუშინ "იუტა ჯაზის" ერთ-ერთ კალათბურთელს ახალი კორონავირუსი აღმოაჩნდა. ამის შესახებ ინფრომაციას The Guardian-ი ავრცელებს.

"ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია სეზონს განუსაზღვრელი ვადით აჩერებს. უახლოეს დღეებს შემდგომი გადაწყვეტილების მისაღებად გამოვიყენებთ, რათა ეფექტურად გავუმკლავდეთ გლობალურ პანდემიას", – წერია ლიგის განცხადებაში.

როგორც ESPN-ის ანალიტიკოსი ადრიან ვორიანოვსკი აცხადებს, კორონავირუსით ინფიცირებული კლუბ "ჯაზის" კალათბურთელი რუდი გობერტია.

12 თებერვლის მონაცემებით, აშშ-ში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 1,329 შეადგინა. გასული დღე-ღამის განმავლობაში 28 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 38 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 15 ინფიცირებული.