მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კორონავირუსის რისკის დონემ ევროკავშირში საშუალოდან მაღალზე აიწია - ევროკომისიის პრეზიდენტი

5e5d0cc0b5ee5
ნათია თაქთაქიშვილი
02.03.20 18:42
1044
ევროკომისიის პრეზიდენტმა ვონ დერ ლეიენმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერეციაზე განაცხადა, რომ ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით, ევროკავშირში რისკის დონემ საშუალოდან მაღალზე აიწია.

როგორც ის აღნიშნავს, მათი ერთობლივი ამოცანაა, იზრუნონ ახალ კორონავირუსთან საბრძოლველი მეთოდების აღმოჩენაზე.

„დღეს ევროპის დაავადებათა პრევენციის და კონტროლის ცენტრმა განაცხადა, რომ რისკის დონემ ევროკავშირში საშუალოდან მაღალზე აიწია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ვირუსი გავრცელებას განაგრძობს“, - განაცხადა ვონ დერ ლეიენმა.

2 მარტის მონაცემებით, ევროკავშირში კორონავირუსის 2,199 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, მათ შორის უმეტესობა - იტალიაში, ხოლო გარდაცვალების 38-მდე შემთხვევა დაფიქსირდა ევროკავშირის ქვეყნებსა და დიდ ბრიტანეთში.