"2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გადამუშავებული პროექტი, არსებითად არ განსხვავდება პირველადი ვარიანტისგან, თუმცა საბიუჯეტო პროცესი გრძელდება და იმედი მაქვს, რომ ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიაში პარლამენტის შენიშვნების და რეკომენდაციების მნიშვნელოვან ნაწილს გაითვალისწინებენ“- ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე
ირაკლი კოვზანაძემ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს.
მისი თქმით, წარმოდგენილი ვარიანტით არ იცვლება მაკროეკონომიკური პარამეტრები: კერძოდ: დაგეგმილია მშპ-ს 5%-იანი ზრდა, რაც ირაკლი კოვზანაძის აზრით, მთავრობის მხრიდან საკმაოდ ამბიციური განაცხადია. ასევე ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებულია 3%-იანი ინფლაცია, ნაერთი ბიუჯეტის 2.6% დეფიციტი მშპ-სთან მიმართებაში და 14 მილიარდ 40 მილიონი ლარის
შემოსულობები.
„სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების მოცულობაც და სტრუქტურაც პრაქტიკულად უცვლელია. მომავალ წელს 14 მილიარდ 211 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება, თითქმის 900 მილიონი ლარით მეტი, ვიდრე 2019 წელს. გაიზრდება პენსიები, დაგეგმილია ხელფასების მატება მასწავლებლებისთვის, სკოლამდელი დაწესებულებების აღმზრდელთათვის, პოლიციელებისთვის, სამხედრო მოსამსახურეებისათვის. იცით, რომ საქართველოში იმყოფებოდა საერთაშორისი სავალუტო ფონდის მისია, მიმდინარეობს მათთან ინტენსიური მუშაობა და კონსულტაციები, მათ შორის 2020 წლის ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრების თაობაზე, ასევე ჯერჯერობით არ არსებობს დაზუსტებული ინფორმაცია 2019 წლის 10 თვის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების და ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის თაობაზე. შესაბამისად, მთავრობამ მიზანშეწონილად ჩათვალა, რომ ამ ეტაპზე 2020 წლის ბიუჯეტის პროექტში არ განეხორციელებინა არსებითი კორექტირებები“, - აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი განიხილა და მხარი დაუჭირა. ბიუჯეტის პროექტი განსახილველად ხვალ სესიაზე გავა. 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საბოლოო ვერსია კი პარლამენტში არა უგვიანეს 30 ნოემბრამდე უნდა შევიდეს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
2020 წლიდან WhatsApp-ი მილიონობით სმარტფონზე უფუნქციო გახდება
მსოფლიოს ყველაზე ცუდი ქალაქები საცხოვრებლად
ფუგერაი - ქალაქი, სადაც ბინის ქირა წელიწადში 88 ცენტია
ტრამპი ნატოს დაფინანსებას ამცირებს, დაზოგილ თანხას საქართველოს და უკრაინას მოახმარს - CNN
WhatsApp-ი ახალ ფუნქციას ამატებს
Tesla-მ პირველი კიბერმანქანა წარადგინა - პრეზენტაციაზე ინციდენტი მოხდა
კანადურმა ბიზნესგამოცემამ ვერა ქობალია „Forty under 40“-ის ერთ-ერთ გამარჯვებულად დაასახელა
ბოლო დროის ყველაზე ხანგრძლივი კომერციული ავიარეისი ამ წუთებში სრულდება
გერმანია კადრების მწვავე დეფიციტს განიცდის - რა პროფესიის ადამიანები სჭირდება ქვეყანას?
ბაქო-თბილისი-ბაქოს რეისებს ჩქაროსნული მატარებელი შეასრულებს
"ინდოელი ბილ გეითსი" ქველმოქმედებით ‘’გაღარიბდა’’
თემურ მურღულია ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს ტოვებს
"რუსეთი არ დაიწყებს ომს, თუ საქართველო NATO-ში გაწევრიანდება, მაგრამ...’’- ლავროვი
ტრამპის იმპიჩმენტის დაანონსების შემდეგ, 5 უმდიდრესი ამერიკელის ქონება $6,5 მლრდ-ით შემცირდა
ბარონ ჰილტონმა $4 მილიარდიდან ოჯახს მხოლოდ 3% დაუტოვა
ქვეყნები, სადაც მოქალაქეობას ყველაზე რთულად გასცემენ
არგენტინელებს ბანკებიდან ფული გამოაქვთ
მსოფლიოს ყველაზე ხანგრძლივი ავიარეისების ათეული
აშშ-სა და გერმანიას შორის ურთიერთობა იძაბება- შტატები გერმანიიდან ჯარის გაყვანას გეგმავს
ავიაკატასტროფას 7 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, მილიარდერი ბიზნესმენი