კრეატიული კომპანიებისა და პროექტების საერთაშორისო გაერთიანება KETTARI-ის ფონდის განვითარების დირექტორის განცხადებით, ქვეყანაში კრეატიული ინდუსტრიის განვითარებისთვის აუცილებელია მუშაობა, როგორც პარტნიორებთან, ასევე სახელმწიფო სტრუქტურებთან.
აღსანიშნია, რომ KETTARI კრეატიული კომპანიებისა და პროექტების საერთაშორისო გაერთიანებაა, რომელიც 20 ქვეყნის, 4 კონტინენტზე ოპერირებს და საქართველოში ფართომასშტაბიან საქმეს უყრის საფუძველს. ფონდი, რომლის საქმიანობაც IT და ინტელექტუალური საკუთრების კუთხით თანამედროვე სტანდარტების შემუშავებასა და არსებული პრაქტიკის გაუმჯობესებაზე მუშაობს, განვითარების საწყის ეტაპზეა.
როგორც სერგი გვარჯალაძე გადაცემა „საქმიან დილაში“ ყვება, ფონდის გამოჩენას ქვეყანაში პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა. KETTARI-ის ფონდის განვითარების დირექტორი იმასაც აღნიშნავს, რომ კულტურისა და ბრენდის ექსპერტ მარტინ ლინდსტორმის როლი ფონდის პოზიციონირების მხრივ მნიშვნელოვანია.
„ძალიან ბევრმა კრეატიულმა მოღვაწემ იცის, რომ საქართველოში მსგავსი ჰაბი მზადდება და ჩვენ, აქ უკვე ვმოღვაწეობთ. მეორე ისაა, რომ ჩვენთვის მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი თარგეთი საქართველოში, რასაკვირველია, კრეატიული ინდუსტრიაა და ინდუსტრიის წარმომადგენლებისგან ძალიან პოზიტიური რეაქცია მივიღეთ. ფონდის წარდგენის შემდეგ ერთი თვე სწორედ მათთან შეხვედრებს დავუთმეთ, რამეთუ მათ როგორც პარტნიორებს ისე განვიხილავთ. რასაკვირველია, მნიშვნელოვანია სახელმწიფო სტრუქტურებთან რიგი შეხვედრები გამართვა, რადგან კრეატიული ინდუსტრია საქართველოში ჯერჯერობით როგორც ცალკე ინდუსტრია დაფიქსირებული არ არის. ჩვენი ერთ-ერთი მიზანიც ეს არის და ამასთან დაკავშირებით ძალიან ინტენსიურად ვმუშაობთ.
გარდა ამისა, ამ პროცესში მნიშვნელოვანია, საერთაშორისო ორგანიზაციების ფუნქცია და მათთან თანამშრომლობა. ეს ერთი თვე მათთან ფართო კომუნიკაციის გამართვასა და ამ კავშირების გაფართოებას მოხმარდა. ჩვენი ნეთვორქი და თავისთავად ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი სტარტაპების განაცხადებია, რომლებიც ჩვენ უკვე მივიღეთ”, - ამბობს სერგი გვარჯალაძე.
KETTARI-ის ფონდის განვითარების დირექტორი დაინტერესებულ პირებს თავისი განაცხადების kettarai.com-ზე გაგზავნისკენ მოუწოდებს და ამბობს: "რთულია ახალი, სტარტაპ კომპანიისათვის ამ პიჩის გამზადება და ჩვენ მათ გარკვეულ კონსულტაციებსაც ვუწევთ. მათ შეუძლიათ თავისუფლად დაგვიკავშირდნენ. მე პირადად ვხვდები რამდენიმე კომპანიას, რომლებმაც ჩვენთან განაცხადი შემოიტანს. ვეხმარებით, რომ წინ წაიწიონ და მარტივი კომუნიკაცია ჰქონდეთ ჩვენთან“.
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი