მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კრიპტოვალუტის საბაზრო კაპიტალიზაციამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია

606c691b3bf3c
ნათია თაქთაქიშვილი
06.04.21 21:05
1171
კრიპტოვალუტის საბაზრო კაპიტალიზაციამ ისტორიაში პირველად რეკორდულ ნიშნულს მიაღწია და 2 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა. ამის შესახებ ინფორმაციას CNBC-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ ბოლო ორ თვეში კრიპტოვალუტის ჯამური საბაზრო კაპიტალიზაცია თითქმის გაორმაგდა. ამასთან $2 ტრილიონიდან თითქმის 50% ბიტკოინზე მოდის, აღსანიშნავია, რომ გასულ თვეს ერთი ბიტკოინის ღირებულებამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია და 58,800 აშშ დოლარი შეადგინა.

კრიპტოვალუტის ჯამური საბაზრო კაპიტალიზაციის 12%-ი ბიტკოინის შემდეგ ყველაზე პოპულარულმა კრიპტოვალუტა ეთერიუმზე მოდის, ხოლო დარჩენილი წილი სხვა კრიპტოვალუტაზე ნაწილდება.

ცნობისთვის, ეთერიუმმაც  დაამყარა ახალი რეკორდი. მისმა ფასმა 2,150 დოლარს გადააჭარბა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 180%-იან ზრდას წარმოადგენს.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ კრიპტოვალუტის ფასების ზრდა ტრადიციული საფინანსო სექტორის წარმომადგენლების მიერ აღიარებითა და უმსხვილესი საინვესტიციო კომპანიების დაინტერესებითაა გამოწვეული.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ Visa-მ და PayPal-მა კრიპტოვალუტა ანგარიშსწორების საშუალებად აღიარეს, თუმცა მანამდე სხვადასხვა კრიპტოვალუტები ანგარიშსწორების საშუალებად ისეთმა ფინანსურმა კომპანიებმაც გამოაცხადეს, როგორებიცაა BNY Mellon-ი, BlackRock Inc-ი და Mastercard Inc-ი.