მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"აფხაზეთს შეუძლია, ციფრულ მინი შვეიცარიად გადაიქცეს" - რუსეთის კრიპტოინდუსტრიისა და ბლოკჩეინის ასოციაცია

63ea0544b33e6
გიგა ბენია
14.02.23 00:05
1303
„რუსეთმა და აფხაზეთმა, შესაძლოა, კრიპტოვალუტის ჰაბი შექმნან, რომლის გამოყენება ტრანსსასაზღვრო გადახდებისთვის იგეგმება“, -ამის შესახებ რუსეთის კრიპტოინდუსტრიისა და ბლოკჩეინის ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე ბრაჟნიკოვმა რუსულ მედიასთან განაცხადა.

„წელს აფხაზეთს საკუთარი ბლოკჩეინი ექნება, რომელსაც საერთაშორისო გადახდების პლატფორმის, სტეიბლკოინის, ციფრული ფინანსების აქტივებისა და NFT-ების შესაქმნელად გამოიყენებს. აფხაზეთს შეუძლია, ციფრულ მინი შვეიცარიად გადაიქცეს რუსეთისა და მისი მეგობარი ქვეყნებისთვის და გახდეს კრიპტოვალუტის გარანტი. შესაბამის კანონპროექტზე ვმუშაობთ“,- განაცხადა ალექსანდრე ბრაჟნიკოვმა.

ექსპერტების ნაწილი აღნიშნავს, რომ მსგავსი ინფრასტრუქტურის შექმნა პრობლემურია, რადგან ოკუპირებული აფხაზეთის იურისდიქციას მხოლოდ რამდენიმე ქვეყანა აღიარებს. ექსპერტების მეორე ნაწილი კი აცხადებს, რომ ინიციატივა, შესაძლოა, რუსებისთვის კარგი ვარიანტი იყოს, "თუმცა ინიციატივის დადებითი მხარეები განისაზღვრება იმით, ექნებათ თუ არა აფხაზურ კომპანიებს წვდომა ევროპულ და ჰონგ-კონგის ბირჟებზე, კერძოდ, დოლარის მხარდაჭერილ სტაბილკოინზე".

ამასთან, ექსპერტების ნაწილი არ გამორიცხავს, რომ აფხაზეთში კომპანიები, დასავლეთის მხრიდან, შესაძლოა, სანქციებს დაექვემდებარონ და ადგილობრივ ბანკებს კრიპტოვალუტის შესაძენად გადახდის ნებართვების მიღება გაუჭირდეთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები