მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კრიპტოვალუტის უმსხვილესი სავაჭრო პლატფორმა Binance-ი Forbes-ში $200 მილიონიან ინვესტიციას დებს

62055fe1673a8
შოთა ტყეშელაშვილი
10.02.22 22:58
1622
მსოფლიოს უმსხვილესი კრიპტოვალუტის ბირჟა Binance-ი ამერიკულ მედია ჰოლდინგ Forbes-ში $200 მილიონიან ინვესტიციას განახორციელებს. ამის შესახებ კომპანიამ დღეს გააკეთა განცხადება. 

თავად Forbes-ი ე.წ. SPAC-ის გზით ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე გასვლას გეგმავს, გასული წლის ზაფხულში ცნობილი გახდა, რომ კომპანია საფონდო ბირჟაზე $400 მილიონი დოლარის ღირებულების აქციებს გაიტანდა. თუმცა, დღეს გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ ამ $400 მილიონიდან Binance-ი $200 მილიონს შეიძენს. 

თავად საფონდო ბირჟაზე გასვლა 2022 წლის პირველ კვარტალში არის დაგეგმილი. ბირჟაზე კომპანიის აქციები FRBS-ის სტიკერით ივაჭრება. 

გარიგების შედეგად, Binance-ის კომუნიკაციების მმართველი ოფიცერი პატრიკ ჰილმანი, ასევე ვენჩურული ინვესტიციების დეპარტამენტის უფროსი ბილ ჩინი Forbes-ის დირექტორთა საბჭოს წევრები გახდებიან.

Binance-მა დღესვე მედიასთან კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ Forbes-ის სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობა გარანტირებული იქნება. 

მხარეებს შორის ნასყიდობის გარიგება მარტში დაიხურება.