მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კრისტალი" "ფინკა ბანკს" აღარ ყიდულობს - კომპანია განცხადებას ავრცელებს

5eb2d705b7863
შოთა ტყეშელაშვილი
06.05.20 19:27
3258
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "კრისტალის" მიერ "ფინკა ბანკის" შეძენა აღარ მოხდება. "კრისტალმა" აღნიშნულის შესახებ განცხადება დღეს გამოაქვეყნა. 

"კრისტალის" მიერ "ფინკა ბანკი საქართველოს" შესაძლო შეძენასთან და შერწყმასთან დაკავშირებით, ხანგრძლივი მსჯელობის შედეგად, მხარეებმა გადაწყვიტეს, აღარ გააგრძელონ მოლაპარაკება. ორივე ორგანიზაცია ჩვეულებრივ განაგრძობს დამოუკიდებლად ფუნქციონირებას,"- ნათქვამია მისო "კრისტალის" განცხადებაში. 

მისო-მ bm.ge-ისთან დამატებითი განმარტების გაკეთება არ ისურვა.

შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ თებერვალში ცნობილი გახდა, რომ აღნიშნული გარიგება იგეგმებოდა და მისი განხორციელების შემდეგ, ორგანიზაციების შერწყმაც იყო დაგეგმილი. 2020 წლის თებერვალში კრისტალის ხელმძღვანელმა არჩილ ბაკურაძემ განაცხადა:

„განზრახვაა, რომ მოხდეს გამსხვილება და გაძლიერება. ამ პროცესს მხარს უჭერენ ჩვენი ევროპელი და ამერიკელი ინვესტორები. საკმაოდ, საინტერესო გეგმები გვაქვს და გარიგების დასრულების შემდეგ, უფრო დეტალურად ვისაუბრებთ ამაზე. ეს გარიგება იქნება შესაძლებლობა ჩვენი კლიენტებისთვის, მიკრო და მცირე მეწარმეებისთვის, რომ უფრო დიდი და ძლიერი პლატფორმა შევქმნათ; ასევე, გავაძლიეროთ და გავაუმჯობესოთ მომსახურების ხარისხი."

მისო კრისტალი "რიკო ექსპრესის" შემდეგ მეორე უმსხვილესი მიკროსაფინანსო ორგანიზაციაა და მისი აქტივების ზომა 2019 წლის დეკემბრის მდგომარეობით 350 მილიონ ლარს შეადგენდა. "ფინკა ბანკის" აქტივების ზომა კი, 282 მილიონ ლარს შეადგენს და ის ზომით რიგით მეცამეტე ბანკია.