მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"უახლოეს მომავალში ქართულ საბანკო სექტორს "კრისტალის" სახით მნიშვნელოვანი მოთამაშე შეემატება" - არჩილ ბაკურაძე

არჩილ ბაკურაძე

"ჩემი ღრმა რწმენით, უახლოეს მომავალში, ქართულ საბანკო სექტორს "კრისტალის" სახით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშე შეემატება", - ამის შესახებ "კრისტალის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, არჩილ ბაკურაძემ BMG-ის განუცხადა. 

აქვე შეგახსენებთ, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "კრისტალმა" ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ მის ინტერესებში მიკრობანკად პოზიციონირება შედიოდა და BMG-ის კითხვაზე, მიმართეს თუ არა ეროვნულ ბანკს ამ საკითხთან დაკავშირებით, არჩილ ბაკურაძე გვპასუხობს, რომ ამ ეტაპზე საკმაოდ აქტიურ კომუნიკაციაში იმყოფებიან. 

"ძალიან აქტიურ კომუნიკაციაში ვართ ეროვნულ ბანკთან, უახლოეს მომავალში ლიცენზიაზე განაცხადის შეტანას ვგეგმავთ. ამ ეტაპზე ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის. მოგეხსენებათ, რომ ეს საკმაოდ გრძელი პროცესია და სამუშაოც ბევრია", - აცხადებს "კრისტალის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. 



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები