28.სექტემბერი .2020 15:08

კურსი მოლოდინებზე რეაგირებს, მიუხედავად იმისა თუ რა არის ჩვენი ინტერვენცია - მესტვირიშვილი

views 338
უკან

"ქვეყანაში არის მცურავი გაცვლითი კურსი და თუ არის რაღაც მოლოდინები ეკონომიკაში, ის ამაზე რეაგირებს მიუხედავად იმისა თუ რა არის ჩვენი ინტერვენცია", - BMG-ისთან განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა. მისი თქმით, არსებულ ვითარებაში ინტერვენციების მიზანს არა უშუალოდ კონკრეტულ დღეს არსებული სავალუტო მერყეობის შემცირება, არამედ ბაზრისთვის უცხოური ვალუტის ლიკვიდური სახსრების მიწოდება წარმოადგენს.

“ჩვენ გვაქვს გეგმა სავალუტო რეზერვების თუ რამდენი უნდა გავყიდოთ, წლის განმავლობაში. თუ საჭიროება იქნება გამომდინარე იქიდან თუ პანდემია როგორ განვითარდება ჩვენ საჭიროებიდან გამომდინარე გაყიდვებს გავაგრძელებთ მომავალი წლის პირველ ნახევარშიც. საჭიროებიდან გამომდინარე არ ნიშნავს, რომ ეს იქნება მორგებული მაგალითად კონკრეტული ბიზნესების საჭიროებაზე კურსთან დაკავშირებით. ჩვენ ვუყურებთ მთლიანად ეკონომიკას და ვაფასებთ თუ რა დააკლდა, რა საშუალება არის და რა მოვიზიდეთ ჩვენ უცხოეთიდან და ვაწვდით ბაზარს. ეს არის ჯამურად ქვეყნის ვალი და შესაბამისად, ჩვენ ვფრთხილობთ იმ გაგებით, რომ მივაწოდოთ ბაზარს იმდენი, რამდენიც ეკონომიკისათვის არის საჭირო.

ჩვენ განვმარტეთ, რომ ინტერვენციებს არ ვაკეთებთ იმისთვის, რათა კონკრეტულ დღეს რაღაცა გავლენა მოვახდინოთ კურსზე, ჩვენ ინტერვენციას ვაწვდით იმიტომ, რომ ის დანაკლისი რაც იყო, მისი ნაწილი რისი საშუალებაც არის ამოვავსოთ.

კიდევ ერთხელ გავმეორდები და ვიტყვი, რომ ქვეყანაში არის მცურავი გაცვლითი კურსი და თუ არის რაღაც მოლოდინები ეკონომიკაში, ის ამაზე რეაგირებს მიუხედავად იმისა თუ რა არის ჩვენი ინტერვენცია.

დიდი ალბათობით ჩვენ ინტერვენციების მიუხედავად წლის ბოლოს დავამთავრებთ რეზერვების იმ დონით რაც იყო გასულ წელს. გასული წლის ბოლოს ჩვენ მივაღწიეთ რეზერვების ადეკვატურობის მინიმალურ დონეს და ეს ადეკვატურობის დონე წლის ბოლოსაც შენარჩუნებული იქნება.

2020 წელს და ეს 2021 წლის პირველ ნახევარზეც გადადის, ჯამურად არის $1.5 მილიარდი დოლარი, ეს არ არის მხოლოდ მთავრობისთვის მოზიდული რესურსი, ამაში შედის ის თანხებიც, რასაც ეროვნული ბანკი იღებს საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან. ძირითად მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებს რაც შეეხება, ფულადი გზავნილების მიმართულებით არის ზრდა და მსოფლიოშიც ზრდის ტემპი შეინიშნება ამ მხრივ. ექსპორტის მაჩვენებელი მიყვება წინასწარ დაგეგმილ ტრენდს, მცირედით ასწრებს კიდეც იმას რაც ადრე იყო დაგეგმილი. ტურიზმში, რა თქმა უნდა, გვაქვს ყველაზე დიდი ჩავარდნა და ქვეყანაში ვალუტის შემოდინება მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული,” - განაცხადა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის განმავლობაში ეროვნულმა ბანკმა ჯამში 14 სავალუტო ინტერვენცია განახორციელა და $449.7 მილიონი დოლარი გაყიდა. სებ-ის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, წლის ბოლომდე, სავარაუდოდ, $200 მილიონზე მეტი მოცულობის ინტერვენციები განხორციელდება.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა