მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„კუს ან ლისის ტბაზე ვარჯიშისას პირბადეს არავინ მოგთხოვთ“ - ამირან გამყრელიძე

611b6ce459d79
ვიქტორია მღებრიშვილი
17.08.21 12:05
4309
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ „ჯანდაცვის სისტემა დაძაბულობის ზღვარზე მუშაობს“. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

მისი ინფორმაციით, აქტიური შემთხვევების რაოდენობა 50 000-ს გადასცილდა. საავადმყოფოში მოთავსებულ პაციენტთა რაოდენობა საკმაოდ კი საკმაოდ მაღალია.

„საჭიროა სულ უფრო მეტი აქტივობა ორი მიმართულებით: იმ რეკომენდაციების დაცვა, რომელიც დაწესებულია. დღეს ამას დაემატა გარე სივრცეში პირბადის ხმარების სავალდებულოობა. გარდა იმისა თუ კუს ან ლისის ტბაზე დარბიხართ და ვარჯიშობთ და თუ მარტო ბრძანდებით იქ, პირბადეს არავინ მოგთხოვთ, მაგრამ დანარჩენ ღია სივრცეებში პირბადის ტარება მანდატორული იქნება. ისევე როგორც მკაცრდება რესტორნებსა და სამასპინძლო დაწესებულებებში მონიტორინგი. როგორც მუშაობის დასრულების შემდეგ, ასევე შიდა სივრცეებში, აქაც რეკომენდირებულია უფრო მეტად გარე სივრცეები გამოიყენონ.

მეორე მთავარი მიმართულება კიდევ უფრო მეტი აცრაა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დღეიდან შიდა დაგარე სივრცეებში პირბადის ტარება სავალდებულო გახდა.