18.ნოემბერი .2019 23:49

კვირას რომ არჩევნები იყოს - 23% ოცნება, ოპოზიცია ჯამურად 41%; არ ვიცი 32%

views 861
უკან

IRI-ს პირველი კვლევის მიხედვით, რომელიც საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა საქართველოში 2019 წლის ივნისის ანტი-საოკუპაციო საპროტესტო აქციების შემდეგ ჩაატარა, საქართველოს ხელისუფლებისადმი ნდობის მაჩვენებელმა საგრძნობლად დაიკლო. 11 სექტემბრიდან 14 ოქტომბრის შუალედში ჩატარებულ კვლევაში მონაწილეობა 1500-მა ადამიანმა მიიღო, მათი პასუხების მიხედვით:

კითხვაზე "საპარლამენტო არჩევნები, რომ ამ კვირა დღეს ჩატარდეს, რომელ პოლიტიკურ პარტიას მისცემდით ხმას?" შედეგები ასე ნაწილდება (პირველი არჩევანი):

ქართული ოცნება - 23%;
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 15%;
ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატები - 5%;
ლეიბორისტები - 5%;
პატრიოტთა ალიანსი - 4%;
სამოქალაქო მოძრაობა - 3%;
ახალი საქართველოსთვის - 2%;
დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო - 2%;
ლელო - 2%;
გირჩი - 1%;
შენების მოძრაობა - 1%;
სხვა - 1%;
არცერთი - 4%;
არ ვიცი, არ მაქვს პასუხი - 32%.




(ლურჯი ფერით პირველი არჩევანი, იისფერით კი მეორე არჩევანი არის აღნიშნული)

კვლევის საველე სამუშაოები ჩაატარა კვლევისა და მარკეტინგის ინსტიტუტმა (IPM), 2019 წლის 11 სექტემბრიდან 14 ოქტომბრის ჩათვლით. კვლევას კოორდინაციას უწევდა კვლევითი კომპანიის „ბალტიის კვლევები/გელაპის ორგანიზაციის“ წარმომადგენელი, დოქტორი რასა ალისაუსკიენე, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის დაკვეთით. კვლევაში მონაწილეობა მიიღო საარჩევნო ხმის უფლების მქონე საქართველოს 1500-მა სრულწლოვანმა მაცხოვრებელმა