მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კვირის TOP -10 ეკონომიკური მოვლენა

5e9c4b77052d1
ირაკლი მაკალათია
19.04.20 18:00
2692
გთავაზობთ მიმდინარე კვირის (13-18.04.2020) TOP 10 ეკონომიკურ მოვლენას:

1. კორონავირუსის ეკონომიკური შედეგები და პროგნოზები
2. საქართველოს საერთაშორისო დახმარებები
3. რა იკრძალება და რა არა საგანგებო მდგომარეობის პირობებში
4. ტექნიკური ხარვეზი - ,,უმუშევრების შემწეობა''
5. ქართული პირბადეების წარმოება
6. საგარეო ვაჭრობის მონაცემები იანვარ-მარტში
7. საბანკო რეგულაციები გამარტივდა
8. ინოვაციების სააგენტო იდეების კონკურსს აცხადებს
9. თიბისის ახალი ინიციატივა ბიზნესს - შექმენი საკუთარი ონლაინ მაღაზია შენი ბიზნესისთვის
10. "შუახევი ჰესის" ჰიდროელექტროსადგურმა ელექტროენერგიის გამომუშავება დაიწყო

1. კორონავირუსის ეკონომიკური შედეგები და პროგნოზები

საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკის ზომა 3.99%-ით შემცირდება. რეცესია ნავარაუდევია რეგიონის დანარჩენი ქვეყნებისთვისაც. ასევე რეცესიას პროგნოზირებს Standard and Poor’s, რაც უკავშირდება შიდა ეკონომიკური აქტივობისა და ტურიზმის სექტორის გაჩერებას. https://bit.ly/2VLHPBg  

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავას განცხადებით - საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე ბიზნესების აქტიურად ამოქმედებას არ იგეგმება. ამ ეტაპზე 300-ზე მეტი კომპანია გადამოწმდა ინსპექციები აქტიურად ახორციელებენ ბიზნესების შემოწმებას იმის თაობაზე, თუ რამდენად იცავენ კომპანიები ახალ გაიდლაინებს და მოთხოვნებს. Galt &Taggart-ის მმართველი დირექტორის ოთარ შარიქაძის განცხადებით მთავრობას ორ ფრონტზე უწევს ბრძოლა - ჯანდაცვისა და ეკონომიკის მიმართულებით, ხოლო პრიორიტეტად ამ დროისთვის მაინც ჯანდაცვა რჩება. ფინანსისტის, გიგა ბედინეიშვილის განცხადებით აღნიშნული შეზღუდვები დრაკონული კარანტინია ქვეყნისთვის, რაც ეკონომიკის უფსკრულში გადაჩეხვად შეიძლება შეფასდეს. დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციაში აცხადებენ, რომ ახალი შეზღუდვის გამო მნიშვნელოვანი პრობლემები შეექმნათ, იმ შემთხვევაში თუკი, დროულად არ მოხდება საშვების დაშვება კომპანიებზე და არ იქნება საკმარისი კომპანიათა მიერ გაცემული ცნობები შესაძლოა მძიმე მდგომარეობა მივიღოთ. საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ "ბიბლუსი ჯგუფის" რამდენიმე ფილიალი აღარ გაიხსნება - განაცხადა კომპანიის კომერციულმა დირექტორმა თიკო ფეიქრიშვილმა. კომპანიას ყველანაირი საქმიანობა შეზღუდული აქვს, რაც სამომავლოდ, რამდენიმე ობიექტის დახურვის წინაპირობას წარმოადგენს კომერციული უძრავი ქონების შეფასებისა და საკონსულტაციო კომპანია “Cushman & Wakefield საქართველომ” სავაჭრო სექტორის სესახებ კვლევა გამოაქვეყნა, სადაც მოცემულია კორონავირუსის შემდგომი პერიოდისა და მთავრობის რეგულაციების გავლენა სავაჭრო სექტორზე, ასევე განხილულია ონლაინ ვაჭრობის მდგომარეობა და კრიზისთან გამკლავების ზომები https://bit.ly/2RQon4Z  

საქართველოში მოქმედი ხუთი ბიზნესგაერთიანება ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობაზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც მთავრობას შემდეგ რეკომენდაციებს აძლევს: შეჩერდეს საშემოსავლო გადასახადის, ასევე საპენსიო შენატანების გადახდა, შეიცვალოს დღგ-ის დაბეგვრის წესი, გადავადდეს ქონების გადასახადის გადახდა, ასევე აღდგეს ე.წ. "ოქროს სიის" შეღავათები და ის ყველა ბიზნესზე გავრცელდეს. ვრცლად განცხადების შესახებ: https://bit.ly/34PcSQo  

2. საქართველოს საერთაშორისო დახმარებები

საქართველო 3 მლრ აშშ დოლარს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან მიიღებს, თანხის ნახევარს საჯარო სექტორი მიიღებს მეორე ნახევარს კი კერძო სექტორი. ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის პაპუნა ლეჟავას განცხადებით აღნიშნული თანხა სრულად სესხი არაა და მასში გრანტიც შედის. 1.5 მილიარდი დოლარი მიემართება ქვეყნის ბიუჯეტში, გარკვეულ ნაწილს რეზერვების შესავსებად მიიღებს ეროვნული ბანკიც. ქვეყანა IMF-ისგან $447 მილიონს მიიღებს, საიდანაც $200 მილიონი ცენტრალური ბიუჯეტის დახმარება იქნება.
ამერიკის მთავრობამ საქართველოს დასახმარებლად დამატებითი $600 000 გამოყო. ჯამში კი სამედიცინო დახმარებისათვის USAID-მა 1.7 მილიონი დოლარი გამოყო. ასევე აშშ საქართველოს ჰუმანიტარული დახმარების სახით, 2000 სწრაფ ტესტს და 100 000 ლარის ღირებულების პერსონალურ დამცავ საშუალებებს გადასცემს. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებით ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) საქართველოსთვის ფისკალური და სხვა საჭიროებებისთვის 200 მლნ ევროს ოდენობის ფინანსური რესურსის გამოყოფას გეგმავს. აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიერ პანდემიასთან ბრძოლისთვის გამოყოფილი დაფინანსების მოცულობა $20 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, მის ბენეფიციართა შორის იქნება საქართველოც. ადგილობრივი ბიზნესის დახმარებებიდან აღსანიშნავია, რომ „სოკარ ჯორჯია გაზი“ 2 თვით პურის ქარხნებსა და საცხობებს გაზის ტარიფს 10 თეთრით შეუმცირებს.

ვრცლად ამ თემაზე სტატიები: https://bit.ly/2zdlDZ4  ; https://bit.ly/2ROKecV  ; https://bit.ly/2xwNNhi  ; https://bit.ly/3aknCrd ; https://bit.ly/2RONC7O  

ინტერვიუ სავალუტო ფონდის მუდმივ წარმომადგენელთან საქართველოში https://bit.ly/3eA189d  

3. რა იკრძალება და რა არა საგანგებო მდგომარეობის პირობებში

საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით მთავრობა 14 კითხვას პასუხობს, თუ რა შეზღუდვები წესდება ქვეყანაში (სრულად შეგიძლიათ იხილოთ სტატიაში https://bit.ly/2yuV7d2 ). ქვეყანაში იკრძალება ავტომობილით გადაადგილება, ასევე "საშვის" მქონე სამსახურებრივი ავტომობილით ოჯახის წევრის გადაყვანაც აკრძალულია. მთავრობის მიერ გაკეთებული განმარტებების მიხედვით, აკრძალვა არ ვრცელდება მოტოციკლებზე, მოპედებსა და ველოსიპედებზე. სოფლად კი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე - ტრაქტორებზე, კომბაინებსა და სხვა ტექნიკაზე (https://bit.ly/34Rz3Wf). მაღაზიებში/აფთიაქებში და სხვა დახურულ სივრცეებში პირბადის გარეშე შესვლა იკრძალება, პასუხისხმგებლობა კი იურიდიულ პირებს ეკისრებათ და იწვევს 15 000 ლარით დაჯარიმებას. ინფექციის ფართოდ და სწრაფად გავრცელების შემთხვევაში პრემიერ-მინისტრი 24 საათიანი კომენდანტის საათის ამოქმედებას არ გამორიცხავს.

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, უწყებათაშორისი საბჭოს ფარგლებში ანტიკრიზისული ეკონომიკური ჯგუფი შეიქმნა, მთავრობის ეკონომიკური გუნდის მინისტრებთან ერთად მთავრობის სხვა წარმომადგენლებიც არიან ჩართულნი. https://bit.ly/2yqP8Gi   


ვრცლად ამ თემაზე სტატიები: https://bit.ly/2yoKnwY ; https://bit.ly/2KeBR6f  



4. ტექნიკური ხარვეზი - ,,უმუშევრების შემწეობა''

მოგეხსენებათ რამდენიმე დღის წინ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ვებგვერდზე გამოქვეყნდა ტექსტი, რომლის მიხედვითაც საქართველოს მთავრობა უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეებისთვის 6 თვით 150-ლარიანი დახმარების გაცემას გეგმავდა. თუმცა შემდეგ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ IMF-ის ვებგვერდზე აღნიშნული ჩანაწერი “გაიპარა” და ის “ტექნიკურ შეცდომას” წარმოადგენდა. მისივე თქმით კომპენსაციის საკითხზე მთავრობა მუშაობს და პანდემიის გამო უსამსახუროდ დარჩენილი მოქალაქეები მთავრობისგან საარსებო მინიმუმზე ნაკლებ დახმარებას არ მიიღებენ. ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის განცხადებით სხვადასხვა მოწყვლად ჯგუფებს ექნებათ სხვადასხვა საკომპენსაციო პაკეტი, რაზეც შესაბამისი ანალიზი გაკეთდება და მიზნობრივი ჯგუფები გამოვლინდება.

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ერთჯერად ფულად დახმარებას 1500-მდე დევნილს გაუწევს, ქირის თანხით კი 141 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს უზრუნველყოფს.
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის მიერ მომზადებული დოკუმენტის მიხედვით 200-300 ათასმა ადამიანმა, შესაძლოა ნაღდი ფულის დეფიციტს ვერ გაუძლონ და ვეღარც მოახერხონ აღდგენა. https://bit.ly/34Y1YZ3  

ვრცლად ამ თემაზე სტატიები: https://bit.ly/2KmmEQB ; https://bit.ly/34KvGR2 ; https://bit.ly/2VkMMBS  

5. ქართული პირბადეების წარმოება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დოკუმენტში, რომელიც bm.ge-მ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსგან გამოითხოვა, საქართველოში დამზადებული 12-შრიანი პირბადე COVID-19-ის შემცველ შხეფებს არ ატარებს და აკმაყოფილებენ იმ სტანდარტებს, რაც არსებულ ვითარებაში ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების ნორმებს შეესაბამება.

“საპარტნიორო ფონდმა” უკან გაიწვია მოთხოვნა $6.6 მილიონ დოლარად პირბადეების წარმოების დაწყების შესახებ. ფონდმა მისი გადაწყვეტილება შემდეგი განცხადებით ახსნა: გამომდინარე იქიდან, რომ შექმნილი სიტუაციის გათვალისწინებით, პირბადეების წარმოებაში ბევრი კერძო კომპანია ჩაერთო, "საპარტნიორო ფონდმა" მთავრობასთან შეთანხმებით, მიზანშეწონილად აღარ მიიჩნია პროექტის განსახორციელებლად ფონდის ფინანსური რესურსის გამოყოფა და იმ კერძო ინვესტორებთან ერთად დაიწყო პროექტის განხორციელება.

„საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ქართულმა კომპანიამ „რესპირატორმა“ სამედიცინო პირბადეების წარმოება დაიწყო. ადგილობრივი წარმოების პირველ 4 მლნ სამედიცინო პირბადეს, ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის მომარაგების მიზნით, ფონდი „ქართუ“ შეიძენს და სახელმწიფოს სრულიად უსასყიდლოდ გადასცემს. Bm.ge დაინტერესდა კომპანია „რესპირატორის“ გუნდით, რომლის შესახებაც ვრცლად იხილავთ სტატიაში https://bit.ly/2z7T4Ms .
ამ თემაზე სტატიები: https://bit.ly/3bn5VZr ; https://bit.ly/2wTFb3S ;

6. საგარეო ვაჭრობის მონაცემები იანვარ-მარტში

2020 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 2 773.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 2.7%-ით ნაკლებია. აღნიშნულ პერიოდში ექსპორტი 5.9%-ით შემცირდა და 778.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. ხოლო იმპორტი 1.4%-ით შემცირდა და 1 995.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 2020 წლის იანვარ-მარტში 1 217.6 მლნ. აშშ დოლარი იყო, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 43.9%-ია.

2020 წლის მარტში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ექსპორტი 22,1%-ით შემცირდა, ხოლო იმპორტი 13,4%-ით.

7. საბანკო რეგულაციები გამარტივდა

რამდენიმე თვის წინ დაანონსებული საბანკო რეგულაციების გამარტივება 15 აპრილიდან ძალაში შევიდა. საქართველოს კომერციულ ბანკებისთვის ფიზიკური პირების დაკრედიტების მოთხოვნები შემსუბუქდა. სესხის გაცემის საშემოსავლო კატეგორიების რაოდენობა 4-დან 2-მდე შემცირდა, იპოთეკური სესხის მაქსიმალური ვადიანობა 20 წლამდე გაიზარდა, იცვლება შემოსავლების დადასტურების სტანდარტები და ბანკებს გადაწყვეტილების მიღებისას მეტი მოქნილობა მიეცემათ. 7 ძირითადი ცვლილება, რაც "ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ” დებულებაში შევიდა სრულად იხილეთ სტატიაში https://bit.ly/34LkTpG


8. ინოვაციების სააგენტო იდეების კონკურსს აცხადებს
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, საწარმოთა ინსპექტირების პროცესის ეფექტურობის გასაზრდელად და შემოწმების პროცედურის დასაჩქარებლად კონკურსს აცხადებს. ნათია თურნავას განცხადებით ეკონომიკის სამინისტროს ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციასთან ერთად შემოწმებული აქვს 300-ზე მეტი საწარმო. ვინაიდან ეს პროცესი დიდ დროს მოითხოვს და თან მთლიანი საქართველო უნდა მოიცვას, პროექტის მიზანია გამარტივდეს კომპანიების მონიტორინგის პროცესი და დაჩქარდეს ნებართვების გაცემა. განაცხადებები მიიღება 29 აპრილის ჩათვლით, ხოლო გამარჯვებულები 1 მაისს გამოვლინდებიან. საპრიზო ფონდი შეადგენს 10,000 ლარს.  

კონკურსის დეტალური პირობების შესახებ იხილეთ სტატიები: https://bit.ly/3crSp70 ; https://bit.ly/2RQP7Cx  

9. თიბისის ახალი ინიციატივა ბიზნესს - შექმენი საკუთარი ონლაინ მაღაზია შენი ბიზნესისთვის
თიბისისა და VISA პროგრამის #თიბისიშენთვის ფარგლებში, კომპანიებისთვის ახალი ინიციატივა იქნა შეთავაზებული - "შექმენი საკუთარი ონლაინ მაღაზია". პროგრამის ფარგლებში ბიზნესის წარმომადგენლებს შეეძლებათ უმოკლეს დროში შექმნან საკუთარი ონლაინ მაღაზია. პროექტის ავტორების განცხადებით ამ ეტაპზე უკვე მზადების პროცესშია 150-მდე ქართული კომპანიის ვებ-გვერდი, ხოლო იმ 200 ქართულ კომპანიას, რომელიც 30 აპრილამდე დარეგისტრირდება, ონლაინ მაღაზიის შექმნას თიბისი და VISA სრულად დაუფინანსებს. აგრეთვე ბიზნესები წლის ბოლომდე თავისუფლდებიან ვებ-გვერდის ყოველთვიური მომსახურების გადასახადისგან.
ვრცლად ამ თემაზე სტატია: https://bit.ly/2Vipyw2 

10. "შუახევი ჰესის" ჰიდროელექტროსადგურმა ელექტროენერგიის გამომუშავება დაიწყო

"აჭარისწყალი ჯორჯიას" ტექნიკური გუნდის ხელმძღვანელის გიორგი ლაკირბაიას განცხადებით - „9 მეგავატი სიმძლავრის სხალთა ჰესი გაზაფხულის ბოლოს დაიწყებს ოპერირებას, რის შემდგომაც უკვე სრული სიმძლავრით ამუშავდება შუახევის ჰესების კასკადი", მისი თქმით, "შუახევი ჰესის" ჰიდროელექტროსადგურმა ელექტროენერგიის გამომუშავება დაიწყო. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 500 მილიონ დოლარზე მეტია, ხოლო შუახევიჰესი 450 მლნ კვ.სთ-ით გაზრდის ელექტროენერგიის გამომუშავებას, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს ქვეყნის იმპორტდამოკიდებულებას ელექტროენერგიაზე.

ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მონაცემებით, მარტში საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება 7.6%-ით შემცირდა, მიუხედავად მოხმარების შემცირებისა, მარტში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ელექტროენერგიის იმპორტი 4.3%-ით გაიზარდა.

ერთ-ერთი ინფრასტრუქტურული პროექტის განმახორცილებელ კომპანიაა "ფერი" რომელმაც ეკონომიკის სამინისტროდან შემოწმება უკვე გაიარა და „მტკვარი ჰესზე“ სამშენებლო სამუშაოების განახლებას ელოდება. კომპანია "ფერი" რამდენიმე ჰესის პროექტზე მუშაობს, მათ შორის არის ონისა და პანკისის ჰიდროელქტროსადგურები, ასევე გურიაში, მდინარე სუფსაზე დაგეგმილი ჰესი, რომლებიც ჯამში დაახლოებით 300 მეგავატ სიმძლავრეზეა გათვლილი. მიმდინარე წელს ქვეყანაში დაგეგმილია 24 ჰიდროელექტროსადგურის ექსპლოატაციაში შესვლა.
ვრცლად ამ თემებზე სტატიები: https://bit.ly/2zd1gLy  ; https://bit.ly/2VkVvE1 ; https://bit.ly/3bmw2j8