12.ივლისი .2020 16:46

კვირის TOP-10 ეკონომიკური მოვლენა (06-11.07.2020)

views 978
უკან

გთავაზობთ მიმდინარე კვირის (06-11.07.2020) TOP 10 ეკონომიკურ მოვლენას:

1. კონგრესის საბიუჯეტო კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც საქართველოსთვის გამოსაყოფი დახმარების 15%-ის შეჩერებას ითვალისწინებს
2. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონპროექტში“ ცვლილებების შესახებ
3. როდის აღდგება საერთაშორისო და შიდა ავიარეისები?
4. საქართველოს საერთაშორისო დახმარებები
5. 2020 წლის ივლისში კონკურენციის სააგენტომ დაადგინა, თუ რატომ გაძვირდა პური 2018 წლის დეკემბერში
6. დაქირავებით დასაქმებულთა და თვითდასაქმებულთა უმუშევრობის კომპენსაციის მისაღებად რეგისტრაცია 1 აგვისტომდე გახანგრძლივდა
7. ვისზე განაწილდა 126 მილიონი ლარის ტენდერები? - დარღვევები და კორუფციის ფაქტები
8. სტუდენტები მთავრობისგან სტუდენტური დასაქმების პროგრამით გერმანიაში წასასვლელად ფრენების აღდგენას ითხოვენ
9. TBC Research-ის კვლევის ანგარიში
10. დაცულ ტერიტორია დაშბაშის კანიონზე 50 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება

1. კონგრესის საბიუჯეტო კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც საქართველოსთვის გამოსაყოფი დახმარების 15%-ის შეჩერებას ითვალისწინებს

აშშ-ის კონგრესის საბიუჯეტო კომიტეტმა სახელმწიფო დეპარტამენტის 2021 წლის ბიუჯეტის პროექტს მხარი დაუჭირა, რომლის მიხედვითაც საქართველოსთვის დახმარების სახით უნდა გამოიყოს 132 025 000 აშშ დოლარი, თუმცა სხვა წლებისგან განსხვავებით, აშშ-ს მიერ საქართველოზე გასაცემი დახმარების 15% უნდა შეჩერდეს იქამდე, სანამ სახელმწიფო დეპარტამენტი არ დაადგენს, რომ საქართველოში ინსტიტუტების დამოუკიდებლობა, დემოკრატიული გარემო და ბიზნესგარემო არ გაუმჯობესდა, ამასთანავე, არ შემცირდება კორუფციის დონე და განმტკიცდება ანტიკორუფციული რეგულაციები. კანონპროექტის მიხედვით, დახმარების შეჩერება არ შეეხოს იმ პროგრამებს, რომლებიც საქართველოში დემოკრატიას, კანონის უზენაესობას, სამოქალაქო საზოგადოებას და მედიის თავისუფლებას უჭერს მხარს. ასევე, მიმართულია გენდერული ძალადობის მსხვერპლთა და მოწყვლადი მოსახლეობის დასახმარებლად.

ვრცლად კანონპროექტის შესახებ: https://bit.ly/2CpKqdV; https://bit.ly/2ZiM9La

2. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონპროექტში“ ცვლილებების შესახებ

საკანონმდებლო პაკეტით, რომელიც ეხება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონსა და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანას, ,,კომუნიკაციების კომისიას შესაძლებლობა ეძლევა კომპანიებში სპეციალური მმართველი დანიშნოს და ამ ნაბიჯით საკუთარი გადაწყვეტილებების აღსრულება უზრუნველყოს. სპეციალურ მმართველს კი საკმაოდ დიდი უფლებამოსილებები ენიჭება, მათ შორის შესაძლებელი ხდება კომპანიის წილებისა და აქციების გახსვისება აუქციონის წესით.
ტელესაკომუნიკაციო კომპანიების შეფასებით: "კომისია, ცდილობს უსაზღვროდ გაიფართოოს საკუთარი უფლებამოსილებები". მაგთიკომის“ საკონტროლო პაკეტის მფლობელი, გია ჯოხთაბერიძე კომუნიკაციების კომიისის თავმჯდომარეს, კახა ბექაურს დაადანაშაულა იმაში, რომ ორმა უდიდესმა ტრანსატლანტიკურმა კომპანიამ (თელია სონერა & მეტრომედია) გადაწყვიტა საქართველოს ბაზრის დატოვება, ასევე ბილაინს უნდა გასვლა მაგრამ მყიდველს ვერ პოულობს, შესაბამისად კომპანიებს ინვესტირების გაკეთება აღარ სურთ საქართველოში.

თავად კახა ბექაურმა ბიზნესისა და დარგობრივი კომიტეტის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ “მობილური კომუნიკაციების კომპანიებში, რომლებიც ფლობენ სიხშირულ რესურს, ან კომუნიკაციების კომისიისგან მინიჭებული აქვთ ლიცენზია, სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხევაში, ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ კანონით კომუნიკაციების კომისიას ამ კომპანიებში დღესაც შეუძლია დროებითი მმართველის დანიშვნა."

ვრცლად იხილეთ სტატიებში: https://bit.ly/3flJBkR; https://bit.ly/3h34Ngf; https://bit.ly/304OtnZ

3. როდის აღდგება საერთაშორისო და შიდა ავია რეისები?

მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანხმად, ქვეყანაში შიდა საავიაციო მიმოსვლა უახლოეს დღეებში აღდგება. ევროპიდან საქართველოს მოქალაქეების დასაბრუნებლად სპეციალური რეისები დაინიშნა, ამ ფრენებს Wizz Air-ი და Myway შეასრულებენ. აღნიშნულ რეისებზე ბილეთის ფასი საქართველოს მოქალაქეებისთვის არ იქნება 200 ევროზე მეტი. კომპანიებმა დაგეგმილი სპეცრეისების შესრულებისთვის მთავრობისგან ანაზღაურების სახით, შესაძლოა, მაქსიმუმ €261,000 ევრო მიიღონ.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, აგვისტოდან ევროპის მიმართულებით პირდაპირ ავიარეისებს რამდენიმე კომპანია შეასრულებს. შეთანხმება უკვე მიღწეულია ავიაკომპანია "ლუფტჰანზასთან", მოლაპარაკებები ასევე მიმდინარეობს კომპანიებთან "ეარ ფრანსთან" და "ეარ ბალტიკთან".

ლატვიური ავიაკომპანია AirBaltic-ის წარმომადგენლების განცხადებით საქართველოს მთავრობისგან რეგულარული ფრენების შესრულებაზე საბოლოო დასტური ამ დრომდე არ მიუღიათ, დასტურის მიღების შემდეგ კი ფრენების განხორციელებას 5 აგვისტოდან დაიწყებენ და თავდაპირველად თბილისი-რიგას მიმართულებით შეასრულებენ რეისებს. ავიაკომპანია Ryanair მზადაა, თუ საქართველოს მთავრობა შეზღუდვებს მოხსნის, ფრენებს 1 აგვისტოდან დაიწყონ. Lufthansa საქართველოს მთავრობისგან დასტურის მიღების შემდეგ, კვირაში ორჯერ იფრენს, ხოლო 31 აგვისტოდან ფრენების სიხშირეების 3-მდე გაზრდას გეგმავენ. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მთავრობამ Lufthansa-ს ფრენების შესრულების უფლება უკვე მიანიჭა, რის შესახებაც ავიაკომპანიას სპეციალური საინფორმაციო სისტემით ეცნობება.

მთავრობის უწყებათშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველო საჰაერო საზღვარს ამ ეტაპზე უპირობოდ გაუხსნის 5 ქვეყანას: გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი. მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლა შესაბამისი პროცედურების გავლით შეეძლებათ. იმ ქვეყნების მოქალაქეებს, რომელთაც საქართველო შეიყვანეს ე.წ. მწვანე სიაში, შეეძლებათ საქართველოში შემოსვლა 14-დღიანი კარანტინის პირობებით და კარანტინის ხარჯებს თავად გაიღებენ.

ვრცლად აღნიშნულ თემაზე სტატიები: https://bit.ly/2Oji47L; https://bit.ly/3gLkNTC; https://bit.ly/3iSSbtC; https://bit.ly/3eme7cY; https://bit.ly/3fnNoy3

4. საქართველოს საერთაშორისო დახმარებები

მსოფლიო ბანკის (World Bank) განცხადებით 2020 წლის რეცესია იქნება ყველაზე ღრმა 1945-46 წლის შემდეგ, ხოლო COVID-19-სგან გამოწვეული რეცესია 2009 წლის ფინანსურ კრიზისთან შედარებით 2-ჯერ უარესი იქნება. მათი პროგნოზით, მსოფლიო ეკონომიკა წელს 5.2%-ით შემცირდება. საქართველო მსოფლიო ბანკისგან "ეკონომიკური მართვისა და კონკურენტუნარიანობის განვითარების პოლიტიკის ღონისძიებებისთვის" (DPO) დამატებით 45 მილიონი ევროს ოდენობის დაფინანსებას მიიღებს. მსოფლიო ბანკისგან პირველი დახმარება 80 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა, რითაც საქართველოს მთავრობამ 250 000 PCR ტესტი და ანტისხეულზე და ანტიგენზე დამყარებული 147 000 სწრაფი ტესტი შეიძინა.

ვრცლად აღნიშნულ თემაზე სტატიები: https://bit.ly/2BT0tkL'https://bit.ly/2OjA9CR

5. 2020 წლის ივლისში კონკურენციის სააგენტომ დაადგინა, თუ რატომ გაძვირდა პური 2018 წლის დეკემბერში

2018 წლის 10 დეკემბრიდან მაღაზიებში პურის ფასმა დაახლოებით 5-10 თეთრით მოიმატა. მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გამოთქვა ვარაუდი, რომ ფასის მატება არაჯანსაღი კონკურენციით ყოფილიყო გამოწვეული, საკითხის შესწავლა კი კონკურენციის სააგენტოს დაავალა. კონკურენციის სააგენტოს მონიტორინგის შედეგი კი ასეთია: 2018 წლის 10 დეკემბერს პურის ფასის ზრდა კომპანიების გონივრულ/დანახარჯებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებას წარმოადგენდა, წინააღმდეგ შემთხვევაში შეუძლებელი იქნებოდა რენტაბელური ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება.

ვრცლად კვლევის შესახებ: https://bit.ly/3gT6CMi

6. დაქირავებით დასაქმებულთა და თვითდასაქმებულთა უმუშევრობის კომპენსაციის მისაღებად რეგისტრაცია 1 აგვისტომდე გახანგრძლივდა

დაქირავებით დასაქმებულთა და თვითდასაქმებულთა უმუშევრობის კომპენსაციის მისაღებად რეგისტრაცია 1 აგვისტომდე გახანგრძლივდა. მთავრობამ აღნიშნული გადაწყვეტილება მათთვის მიიღო, ვინც დააგვიანა, ან ვინც ვერ შეძლო საჭირო საბუთების მოგროვება.

BM.GE-ს მიერ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციით, 7 ივლისის მდგომარეობით, 300 ლარიანი კომპენსაციის მისაღებად 188 363 თვითდასაქმებული დარეგისტრირდა, მათგან 61%-მა, ანუ 115 719 ადამიანმა მიიღო დახმარება. 200 ლარიანი კომპენსაცია კი 129 237 დაქირავებით დასაქმებულს დაერიცხა. 26 ივნისიდან დახმარების მიმღებთა წრე გაიზარდა, ჩამონათვალში დაემატა ახალი გრაფა - საზღვრის კვეთა. რაც ნიშნავს, რომ ,,საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც თვითდასაქმებულები იყვნენ საქართველოს საზღვრებს გარეთ, რაც დასტურდება 2019 წელს 60-ჯერ ან/და 2019 წლის მარტის თვიდან ოქტომბრის თვის ჩათვლით პერიოდში 30-დან 120 კალენდარულ დღემდე საზღვრის კვეთით’’ შეეძლებათ მიიღონ კომპენსაცია. 10 ივლისის პროგრამის ცვლილების თანახმად 200-ლარიან კომპენსაციას ვერ მიიღებენ ის ადამიანები, რომელთაც პანდემიამდე პერიოდში (2019 წლის ივლისიდან 2020 წლის მარტის ჩათვლით) ერთხელ მაინც უფიქსირდებათ ხელფასის მირება სახელმწიფო ორგანიზაციიდან

ვრცლად აღნიშნულ თემაზე სტატიები: https://bit.ly/2WcDtUz; https://bit.ly/2Crgq1g; https://bit.ly/302tCC0

7. ვისზე განაწილდა 126 მილიონი ლარის ტენდერები? - დარღვევები და კორუფციის ფაქტები

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად გასული წელიწად ნახევრის განმავლობაში ქართული ოცნების 15-მა მსხვილმა შემომწირველმა სახელმწიფოსგან 126 მილიონი ლარის სავარაუდო ღირებულების ტენდერებში გაიმარჯვა და მათ 15.7 მილიონი ლარის პირდაპირი შესყიდვები გაუფორმდათ. მმართველი პარტიის შემომწირველებს შორის კვლავინდებურად შედიან პირები, რომლებიც, "ქართული ოცნების" თავმჯდომარის კუთვნილ ორგანიზაციებში მუშაობენ. "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო"-მ ასევე გამოავლინა მრავალი დარღვევა, რაც უკავშირდება საგანგებო მდგომარეობის პერიოდში განხორციელებულ გამარტივებულ შესყიდვებს. „ქართული ოცნების“ შემომწირველებთან დაკავშირებულმა 25-მა კომპანიამ საგანგებო მდგომარეობის დროს გამარტივებული შესყიდვის გზით ჯამში 45 მლნ ლარამდე ღირებულების 68 კონტრაქტი მიიღო.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, შპს „სახელმწიფო კვებითმა უზრუნველყოფამ“ შეიძინა ხელშეკრულებით განსაზღვრულ ხარისხთან შეუსაბამო პროდუქცია, რაც აუდიტის დასკვნით, საბიუჯეტო სახსრების არაპროდუქტიულ ხარჯვაზე მიუთითებს. უფრო კონკრეტულად მიმწოდებელთან გაფორმებული 617 601 ლარის ღირებულების საქონლის ხორცის 66%, რაც ღირებულებით 405 922 ლარია, წარმოადგენდა ხელშეკრულებით განსაზღვრულ ხარისხთან შეუსაბამოს.

ვრცლად კვლევის ანგარიშების შესახებ: https://bit.ly/3iSnPaF; https://bit.ly/2Wb4KXH; https://bit.ly/2Zl5Xxp

8. სტუდენტები მთავრობისგან სტუდენტური დასაქმების პროგრამით გერმანიაში წასასვლელად ფრენების აღდგენას ითხოვენ

მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ საზღვარი უპირობოდ გაუხსნა 5 ქვეყანას (გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი), გერმანიაში ჩარტერული რეისები ივლისში დანიშნული არაა, რაც გადაადგილების პრობლემას ქმნის და განსაკუთრებით ეს პრობლემა ეხება სტუდენტებს, რომლებიც გერმანიაში სტუდენტური დასაქმების პროგრამით დაახლოებით 3 თვე მიემგზავრებიან და როგორც ერთ-ერთი სტუდენი BM.Ge-სთან ინტერვიუში აცხადებს, 3000-4000 ევრო ჩამოაქვს საქართველოში. ,,რეგულარული რეისების აღდგენასთან ერთად, მათი მთავარი მოთხოვნა ბაზარზე დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების - Wizzair-ის და Ryanair-ის მიერ ფრენების აღდგენაა.’’

ვრცლად ინტერვიუს შესახებ: https://bit.ly/2Zjonyr

9. TBC Research-ის კვლევის ანგარიში

TBC Research-მა საქართველოს ეკონომიკის აღდგენის შესახებ მორიგი ანგარიში გამოაქვეყნა, საიდანაც სამშენებლო სექტორის მიმართულებით გამოვყოფთ რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტს. წლის დასაწყისთან შედარებით გასაყიდ ბინებზე ფასები ივნისში 8%-ით შემცირდა. ძველ ბინებში ფასები დაახლოებით 9%-ით შემცირდა, ხოლო ახალ ბინებში დაახლოებით 5%-ით. რაც შეეხება სუბსიდირების პროგრამის გავლენას გაყიდვებზე, სუბსიდირების პროგრამის ამოქმედების შემდეგ იპოთეკური სესხების მიღების მსურველთა განაცხადების რაოდენობა 52%-ით გაიზარდა, ხოლო გაყიდვებზე ასახვას სახელმწიფო პროგრამა 2 კვირის შემდეგ დაიწყებს. შესაბამისად ბაზარი იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამის ეფექტის მოლოდინშია.
რაც შეეხება სამშენებლო მასალებზე უნაღდო დანახარჯებს, წინა კვირასთან შედარებით მცირედით გაიზარდა, ხოლო წლიურმა ზრდამ 40% შეადგინა. გაიზარდა უნაღდო ხარჯვა ავეჯსა და საყოფაცხოვრებო საქონელზე, წლიურმა ზრდამ 32% შეადგინა ივლისის პირველ კვირაში, შესამჩნევად გაიზარდა ელექტრონიკაზე უნაღდო ხარჯვის ზრდის ტემპიც (წ/წ+34%).

ვრცლად კვლევის შედეგები: https://bit.ly/3empD8c; https://bit.ly/2OhuJbs

10. დაცულ ტერიტორია ,,დაშბაშის კანიონზე’’ 50 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება

საქართველოს დაცულ ტერიტორიაზე, ალგეთის ეროვნული პარკში „დაშბაშის კანიონზე“ 83 ჰა მიწის ნაკვეთზე უნიკალური ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს, პროექტში, 50 მილიონ ლარზე მეტ ინვესტიციას ებრაული კომპანია KASS LAND განახორციელებს. აღსანიშნავია, რომ დაცულ ტერიტორიაზე კერძო საერთაშორისო ინვესტიცია პირველად განხორციელდება.

ვრცლად აღნიშნულ თემაზე სტატია: https://bit.ly/3gQIaeJ

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა