მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კვლევა: გამოკითხულთა 60% ფიქრობს, რომ ვირუსის გადაცემა შესაძლებელია ზიარების დროს

5e9bfc2029e98
BM.GE
19.04.20 11:19
1306
მონაცემთა კვლევის ჯგუფმა (DRG) კლინიკა “ნეოლაბის” დაკვეთით 17 აპრილს ჩაატარა მოსახლეობის ინტერნეტ-გამოკითხვა ქვეყანაში შექმნილ სიტუაციაზე COVID-19-თან დაკავშირებით. კვლევაში მონაწილეობა მიიღო 1469 ადამიანმა.

- ძირითადი შედეგები:

▪️ 62.4% ყოველთვის იცავს ფიზიკურ დისტანცირებას საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, 18.6% შეძლებისდაგვარად იცავს, 18.1% არ დადის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ხოლო 0.9% არ იცავს ფიზიკურ დისტანცირებას

▪️ გამოკითულთა 83% ფიქრობს, რომ ახალი კორონავრიუსით ინფიცირება შესაძლებელია ზედაპირებთან შეხებით, თუმცა მხოლოდ 60% ფიქრობს, რომ ვირუსის გადაცემა შესაძლებელია ზიარების დროს.

▪️ რეგულაციების შემოღებამდე ჯგუფურად (მაგ.: ოჯახის/სანათესაოს რამდენიმე წევრთან ერთად) სასაფლაოზე გასვლას გეგმავდა თითქმის ერთი მესამედი (29.3%).

▪️ რესპოდენტთა 87.1% არ აპირებს სააღდგომო წირვაზე დასწრებას, 7.5% აპირებდა, მაგრამ ხელი შეუშალა გამკაცრებულმა რეგულაციებმა, 4.6% კი აპირებს, მიუხედავად რეგულაციებისა.

▪️ 74.3%-ს აზრით სახელმწიფო უნდა არეგულირებდეს ეკლესიებში თავშეყრის საკითხს.

▪️ რაც შეეხება ჯანდაცვის მუშაკებს, 6% აპირებდა წირვაზე დასწრებას და ხელი შეუშალა რეგულაციებმა, ხოლო 2% მაინც აპირებს დასწრებას.

▪️ ჯანდაცვის მუშაკების 13.3% თვლის, რომ ზიარების დროს ვირუსის გადაცემა არ ხდება, ხოლო 22.5%-მა არ იცის, ამ გზით ვირუსი გადაეცემა თუ არა. ეს მაჩვენებლები მცირედით ჩამორჩება სხვა პროფესიის ადამიანებისას.