მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლაბორატორიულად დადასტურებულია "ომიკრონის“ 147 შემთხვევა - NCDC

61d2a60e75948
თელარა გელანტია
03.01.22 11:27
576
2 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია "ომიკრონის“ 147 შემთხვევა. ინფორმაციას NCDC ავრცელებს. 

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 943 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 938 583-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 789 პირი და მათი რაოდენობა გაიზარდა 902 948-მდე. კორონავირუსით გარდაცვალების 37 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 13 942 პირი ემსხვერპლა.