10.სექტემბერი .2020 17:05

ლარი დოლარის და ევროს მიმართ გაუფასურდა

views 530
უკან

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, ლარი აშშ დოლართან 3.0989 ლარამდე გაუფასურდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0975 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0014 შეადგინა.


ლარი გაუფასურდა ევროს მიმართაც და გაცვლითმა კურსმა 3.6679 ლარი შეადგინა, მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.6420 ლარს შეადგენდა. ლართან მიმართებაში ევროს ცვლილებამ 0.0259 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალიდან შევა.


ინფორმაციისთვის, 2020 წლის 10 სექტემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. ცენტრალური ბანკის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.0975 შეადგინა .