ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ბაზრის თებერვლის ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, პერიოდის განმავლობაში სებ-მა Bmatch-პლატფორმის მეშვეობით სავალუტო ბაზრიდან $85.7 მილიონი შეისყიდა, მთლიანად წლის პირველ ორ თვეში კი შესყიდული დოლარის მოცულობა 240.9 მილიონი დოლარია.
სებ-ის მიერ Bmatch პლატფორმით განხორციელებული შესყიდვები ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც საქართველოს სავალუტო რეზერვებმა - 4.8 მილიარდ დოლარს მიაღწია. ბოლო ერთი წლის განმავლობაში რეზერვების მოცულობა $630 მილიონით, ანუ 15%-ით გაიზარდა.
ეროვნულმა ბანკმა Bmatch პლატფორმით სავალუტო შესყიდვები 2022 წლის მეორე ნახევარში გაზარდა, რაც ქვეყანაში გაზრდილ ფულად შემოდინებებს უკავშირდებოდა.
გასულ წელს ეროვნულმა ბანკმა Bmatch-ის მეშვეობით, 578 მილიონი დოლარი შეისყიდა.