მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარი დოლართან 0.04 თეთრით გამყარდა, ევროსთან კი 1.97 თეთრით გაუფასურდა

5fca361ca12e6
შოთა ტყეშელაშვილი
04.12.20 17:14
825
4 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა უცხოელური ვალუტების უმეტესობასთან მიმართებით გაუფასურდა, თუმცა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა. კურსის ცვლილებამ 0.04 თეთრი შეადგინა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ღირებულება 3.3115 ლარი გახდა. 

ევროსთან მიმართებით კი ლარი 1.97 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ახალი ოფიციალური ღირებულება 
4.0304 ლარი გახდა. 

ეროვნული ვალუტა გაუფასურდა ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთანაც. კურსის ცვლილებამ 1.14 თეთრი შეადგინა, რის შედეგადაც ერთი ფუნტის ახალი ღირებულება 4.4540 ლარს შეადგენს. 

გუშინ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მორიგი სავალუტო ინტერვენცია განახორციელა და გასაყიდად $25 მილიონი აშშ დოლარი გამოიტანა, საიდანაც ბაზარზე $19.8 მილიონი გაიყიდა. შედეგად, სავალუტო ბაზარზე ერთი დოლარის ღირებულება 0.7 თეთრით შემცირდა.