დღევანდელი ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა. ლარი დოლართან მიმართებით 0.23 თეთრით გაუფასურდა და 1 აშშ დოლარის ოფიციალურმა ღირებულებამ 2.6209 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, ლარი ევროსთან 0.09 თეთრით გამყარდა და 1 ევროს ღირებულება 2.8665 ლარი გახდა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად დადგენილი კურსი ძალაში 16 აგვისტოს ჩათვლით იქნება.