მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარის გაცვლითი კურსის მიმოხილვა (02.10 - 09.10)

5f82e67d0cbaf
ეგნატე შამუგია
12.10.20 08:00
1197
გასულ კვირას Bloomberg-ის პლატფორმაზე ვაჭრობა 1 დოლარის 3.206 ლარის ღირებულებით დასრულდა, მაშინ როდესაც სავაჭრო კვირის დაწყებამდე ნომინალური 1 დოლარის ღირებულება 3.202 ლარს შეადგენდა. პარასკევის ვაჭრობის შედეგად საშუალო შეწონილი გაცვლითი კურსი 3.217 ნიშნულზე დაფიქსირდა. ეს კი დოლართან მიმართებით ლარის 0.12%-იან გაუფასურებას ნიშნავს. გასულ კვირას, წინა პერიოდთან შედარებით ლარის გაცვლითი ნომინალური კურსი ნაკლებად მერყევი იყო. აქვე აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას, წინა პერიოდის მსგავსად ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ინტერვენცია კვლავაც განახორციელა, თუმცა ამ შემთხვევაში შედარებით მეტი, კვირის ბოლოს 30 მლნ აშშ დოლარი გაყიდა.

ფიგურა 1: აშშ დოლართან მიმართებით გაცვლითი კურსის ცვლილება, 02.10 – 09.10 (%)

წყარო: Bloomberg; ავტორის გამოთვლები

გასულ კვირას, განსხვავებით წინა კვირისა (ლარი ყველაზე მეტით იყო გამყარებული), შერჩეული ვალუტებიდან ლარი 0.12%-ით გაუფასურდა. ამ პერიოდში, ყველაზე მეტით, მსგავსად წინა პერიოდისა, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა. რაც შეეხება აზერბაიჯანს - აქ დე ფაქტო ფიქსირებული კურსია, რაც დოლართან მიმართებით 1.699 ნიშნულზეა. ამ პერიოდში, წინა კვირის მსგავსად, დოლართან მიმართებით რუსული რუბლი, ჩინური იუანი, ბრიტანული სტერლინგი, უკრაინული გრივნა და ევრო კვლავ გამყარდა.

ფიგურა 2: 05.10 - 09.10-ს სავაჭრო კვირის საშუალო ნომინალური გაცვლითი კურსი და კურსის მერყეობა

წყარო: Bloomberg; ავტორის გამოთვლები

განსხვავებით წინა ორი კვირისა, გასულ კვირას ლარის შედარებით სტაბილური იყო, რადგან სავაჭრო კვირის მანძილზე საშუალო მაჩვენებელთან შედარებით ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის მერყეობა მხოლოდ 0.28% იყო. ეს კი წინა პერიოდთან შედარებით 1.37 პ.პ.-ით ნაკლებია, თუმცა ლართან შედარებით მეტად სტაბილური სომხური დრამი იყო, რომლის მერყეობა 0.17%-ს შეადგენდა. ამავე პერიოდში, კვლავ სტაბილურობით გამოირჩევა უკრაინული გრივნა. არასტაბილურობის კუთხით კი, წინა კვირის მსგავსად, კვლავ თურქული ლირა და რუსული რუბლი გამოირჩევა, რამაც 0.93% და 0.84% შეადგინა.

ფიგურა 3: ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსის ცვლილება, 02.10 / 09.10 (%)
წყარო: ეროვნული ბანკი; ავტორის გამოთვლები

გასულ კვირას, ლარი გარდა თურქული ლირისა, ყველა ვალუტასთან მიმართებით გაუფასურდა. მათგან ყველაზე მეტით რუბლთან მიმართებით, ხოლო ყველაზე ნაკლებით კი - სომხურ დრამთან. მიუხედავად ამისა, სავაჭრო კვირის მანძილზე ლარი ერთ-ერთი სტაბილური ვალუტა იყო, რაც ივლისის შემდეგ იშვიათია.