ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი მიიჩნევს, რომ ლარიზაციის პოლიტიკა, რომელსაც ეროვნული ბანკი სხვადასხვა ზომებით დაახლოებით 10 წელია ახორციელებს, ხელოვნურად არ შეიძლება შეფასდეს. მისი თქმით, სესხების მაღალი დოლარიზაცია მთლიანად ეკონომიკისთვის წარმოადგენს მნიშვნელოვან გამოწვევას, რის საპასუხოდაც ეროვნული ბანკი გეგმაზომიერ ნაბიჯებს დგამს. ამასთან, მესტვირიშვილის განცხადებით, სებ-ის მიერ გატარებული ზომები არის უფრო რბილი, ვიდრე რეგიონის ქვეყნების ანალოგიური პოლიტიკა.
“ხელოვნურს ლარიზაციას ვერ დავარქმევთ. ყველაზე რბილი ლარიზაციის პოლიტიკა გვაქვს, თუნდაც თუ სამეზობლოს ქვეყნებს შეადარებთ. მაღალი დოლარიზაციაა ერთ-ერთი პრობლემა, რომელიც გადადის მაღალ საპროცენტო განაკვეთში, მათ შორის ლარის საპროცენტო განაკვეთში, ასევე ზღუდავს ეკონომიკურ ზრდას და მაღალი დოლარიზაციის გამო ხელი ეშლება გრძელვადიან ინვესტიციებს, მათ შორის ხელს უშლის რეიტინგსაც, ნებისმიერი სარეიტინგო კომპანიის ანგარიში რომ ნახოთ, მაღალი დოლარიზაცია მოხსენიებულია პრობლემად. შეიძლება ითქვას, რომ ქვეყნის ყველაზე მაღალი სტრუქტურული პრობლემაა და ამას აუცილებლად უნდა მიეხედოს, თუ გვინდა სტაბილური, გრძელვადიანი ზრდა,”- განაცხადა არჩილ მესტვირიშვილმა.
2022 წლის მაისის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სისტემაში არსებული 43-მილიარდიანი საკრედიტო პორტფელის 49% არის უცხოურ ვალუტაში ნომინირებული. ბოლო 30 წლის განმავლობაში პირველად, საკრედიტო პორტფელის დოლარიზაცია 50%-იან ნიშნულს მიმდინარე წლის აპრილში ჩამოცდა. შედარებისთვის, 2015 წელს სესხების დოლარიზაცია 65%-ს შეადგენდა. გასული წლების განმავლობაში დოლარიზაციის კლება ეროვნული ბანკის მიერ მიღებულმა რეგულაციებმა, ასევე პარლამენტის მიერ 200,000 ლარამდე სავალუტო სესხების აკრძალვამ განაპირობა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი