მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ლაშა პაპაშვილი: ბიზნესისთვის საუკეთესო უწყება არის ფინანსთა სამინისტრო

620bbae0111c3
თელარა გელანტია
15.02.22 19:00
1026
ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი ფინანსთა სამინისტროს საქმიანობას დადებითად აფასებს.

„ბიზნესისთვის საუკეთესო უწყება არის ფინანსთა სამინისტრო“, - თქვა მან „საქმის კურსთან“ ინტერვიუში და სხვა საჯარო უწყებებს, მათ შორის სსიპ-ებსაც მოუწოდა, რომ ლაშა ხუციშვილის სამინისტროს მიჰბაძონ.

„ახლა ყველაზე სტაბილურად ვითარდება და ყოველ შემთხვევაში, ბიზნესისთვის არის ფინანსთა სამინისტრო. ბოლო ორი წელია ჩვენთან საგადასახადო ინსპექტორი არ გვინახავს ოფისებში, ისე ახერხებენ შემოწმებას და ლაშა ხუციშვილის მინისტრობის პირობებში ყველაფერი გაკონტროლებულია.

სხვა სამსახურებსაც ვურჩევ, რომ მიჰბაძონ - იქნება ეს შრომის ინსპექცია თუ სურსათის ეროვნული სააგენტო“, - განაცხადა ლაშა პაპაშვილმა.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები