მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ლიბერთი ბანკის" დირექტორის მოადგილე ფიქრობს, რომ სებ-მა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება დააგვიანა

5dd690da0698a
სალომე მეცხვარიშვილი
21.11.19 17:29
1034
"ლიბერთი ბანკის" გენერალური დირექტორის მოადგილე ლევან თხელიძე bm.ge-სთან აცხადებს, რომ ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება დააგვიანა და ამას შედეგები აჩვენებს.

"შედეგებიდან გამომდინარე ალბათ, დააგვიანა, თუმცა ესეც ანალიზის საკითხია. ცალსახად რთულია ამის თქმა, რა მოხდა დროულად და რა - არა", - აცხადებს ბანკირი.

ცნობისთვის, ოქტომბერში საქსტატის მონაცემებით, ინფლაციამ 6.9% შეადგინა, ეროვნული ბანკის სამიზნე მაჩვენებელი კი - 3%-ია.

რაც შეეხება შეკითხვას, არის თუ არა დღეს ეროვნული ვალუტა ზედმეტად გაუფასურებული, რაზეც გუშინდელ განცხადებაში "საქართველოს ბიზნესასოციაცია" საუბრობდა, ბანკირი კოლეგებს ეთანხმება და ამბობს, რომ ლარი ზედმეტად გაუფასურებულია და ამის მიზეზი მოლოდინებია.