მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

LinkedIn-ი ჩინეთში სერვისის მიწოდებას წყვეტს

61685cb0d8422
თამთა ჯიჯავაძე
14.10.21 20:34
664
LinkedIn-ი ჩინეთში სერვისის მიწოდებას წყვეტს, ამის მიზეზად კი „გამოწვევებით სავსე“ გარემოს ასახელებს. ინფორმაციას ამის შესახებ The New York Times-ი ავრცელებს. სოციალურ ქსელში, რომელიც Microsoft-ს ეკუთვნის, აცხადებენ, რომ ისინი ჩინეთში ახალ, დამოუკიდებელ აპლიკაციას შესთავაზებენ მომხმარებელს, რომლის თემატიკაც სამუშაო ადგილების ძიება იქნება. თუმცა, ახალ აპლიკაციას სოციალური ქსელის ფორმა არ ექნება, შესაბამისად მასში გაზიარების და კომენტარების დატოვების შესაძლებლობა არ იქნება.

ცნობისთვის, LinkedIn-ი ჩინეთში ერთადერთი მსხვილი ამერიკული სოციალური ქსელი იყო, ვინაიდან Twitter-ი და Facebook-ი ქვეყანაში დაბლოკილია. ჩინეთში ოპერირებისთვის, LinkedIn-ს ადგილობრივი კანონმდებლობის შესაბამისად მილიონობით ჩინელი მომხმარებლის პოსტების ცენზურაში გატარება უწევდა. თუმცა, მარტში ჩინეთის ინტერნეტის მარეგულირებელმა სამსახურმა LinkedIn-ი პოლიტიკური კონტენტის ვერგაკონტროლებაში დაადანაშაულა.