Microsoft-ის მფლობელობაში არსებული კომპანია ამჟამად მსოფლიოს მასშტაბით 20,000 თანამშრომელს ასაქმებს, მათი დიდი ნაწილი კი სწორედ პანდემიური ბუმის პერიოდშია დასაქმებული.
გარდა თანამშრომლების რაოდენობის შემცირებისა, LinkedIn-მა ჩინეთში ექსპანსიის გეგმაც გაურკვეველი ვადით გადადო, რაც მსოფლიოს მასშტაბით გაუარესებული ეკონომიკური მდგომარეობით არის განპირობებული.
საერთო ჯამში, ბოლო ერთი წლის განმავლობაში მსოფლიოს მასშტაბით ტექნოლოგიურმა კომპანიამ 270,000-მდე თანამშრომელი დაითხოვა.
საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.