მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ლოჯისტიკური მომსახურება გაძვირდა, საჭიროა სატრანსპორტო დერეფნებს ახლებურად მივუდგეთ“ – სილაგავა

5f11d538b87b7
თათია ჩაფიჩაძე
17.07.20 22:00
920
ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან სილაგავა ფიქრობს, რომ სატრანსპორტო დერეფნების მიმართულებით არსებული პოლიტიკა უნდა გადაიხედოს. როგორც მან ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს ორგანიზებით გამართულ შევხედრაზე განაცხადა, აუცილებელია ხორბლის სარკინიგზო ტრანსპორტითა და გემით გადაზიდვა მოხდეს და ამ მიზნით მთავრობამ სხვადასხვა ქვეყნების პოსტებთან მოლაპარაკებები აწარმოოს.

„პანდემიის დროს ძალიან სერიოზული პრობლემები შეიქმნა ლოჯისტიკური მიმართულებით. იმის გამო რომ ზოგიერთმა სახელმწიფომ თავისი პროდუქციის გატანა სხვა ქვეყნებში დაამუხრუჭა, აგრეთვე იმის გამო, რომ მემანქანეები და მძღოლები ხვდებოდნენ კარანტინში, ლოჯისტიკური მომსახურება გაძვირდა. ამიტომ საჭიროა ახლებურად მივუდგეთ სატრანსპორტო დერეფნებს. მაგალითისთვის დავსვით საკითხი რუმინეთის პორტთან, ფოთის და ბათუმის პორტების დაკავშირებით. იქიდან გამომდინარე, რომ ამ შემთხვევაში ევროკავშირს პირდაპირ უკავშირდებიან და არა თურქეთის და ბულგარეთის მეშვეობით, შესაბამისად ეს საზღვაო გადასასვლელი კორონავირუსის მხრივ უფრო უსაფრთხოა. ამ შემთხვევაში მძღოლს პირდაპირი შეხება არ აქვს იმ ქვეყანასთან, სადაც ტვირთი მიაქვს, არამედ შესაძლებელია ტვირთი გადმოვიდეს და გადმოტვირთვა მოხდეს რკინიგზის საშუალებით.

ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაგალითისათვის იმ პერიოდში, როდესაც არის ხორბლის მომარაგების საკითხი. რომელიც ჩვენს დარგს ეხება იმიტომ, რომ დივერსიფიკაცია ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ამას დიდი ხანია ვამბობთ და ის სატრანსპორტო საშუალებები, რომელიც რუსეთის ტრანზიტით მოდის მაგალითისათვის სომხეთში, ეს არის 24 ათასი რეისი წელიწადში. სრულიად შესაძლებელია რკინიგზის მოქნილობის და საზღვაო ტრანსპორტის განვითარების შემთხვევაში, გადანაცვლება მოხდეს ამ ხაზზე. ერთი მხრივ, ეს პანდემიის თვალსაზრისით იქნება უსაფრთხო და ასევე რკინიგზა მიიღებს უფრო მეტ შემოსავალს", - განაცხადა სილაგავამ.