მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯანდაცვის ახალმა მინისტრმა 2020-ში სახელმწიფო და კერძო სექტორში 284 ათასი გამოიმუშავა

61c97aa898a0e
შოთა ტყეშელაშვილი
27.12.21 12:45
861
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ჯანდაცვის მინისტრად თავდაცვის მინისტრის მოქმედი მოადგილე ზურაბ აზარაშვილი დანიშნა. ახალი მინისტრი პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე წარადგინა და აღნიშნა, რომ ის “ექიმების ოჯახშია აღზრდილი”.

ზურაბ აზარაშვილი სახელმწიფო სექტორში 2020 წლის მარტში გადავიდა, იქამდე კი “ტერაბანკის” კომერციული დირექტორის პოსტზე მუშაობდა.

ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, 2020 წლის განმავლობაში აზარაშვილმა სულ 284,000 ლარი გამოიმუშავა. აქედან თანხის უმეტესი ნაწილი - 174,870 ლარი ბანკში მუშაობისას აიღო. 2020 წლის მარტში კი ის სახელმწიფო სექტორში გადავიდა და ჯერ თავდაცვის სამინისტროს “დელტას” დირექტორად დაინიშნა, შემდეგ კი სს “თბილავიამშენის” დირექტორად. ორივე კომპანიაში საქმიანობის პერიოდში მან 109,204 ლარის ანაზღაურება აიღო.

2021 წლის თებერვალში კი, ზურაბ აზარაშვილმა თავდაცვის მინისტრის მოადგილის პოსტზე გადაინაცვლა.