მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლონდონი 40-მდე მეტროსადგურს ხურავს

5e7337789b15e
ნათია თაქთაქიშვილი
20.03.20 00:10
1055
COVID-19-ის გავრცელების საპასუხოდ, ლონდონი საზოგადოებრივი ტარნპორტით მიმოსვლას შეზღუდავს. ამის შესახებ ინფორმაციას The Independent-ი ავრცელებს.

დღეიდან უცნობი ვადით, დაახლოებით ლონდონის 40-მდე მეტროსადგური დაიხურება, ხოლო რაც შეეხება ავტობუსებს, მგზავრები შეზღუდული დროით და მიმართულებებით შეძლებენ გადაადგილებას.

ბრიტანეთის მთავრობა მოუწოდებს მოსახლეობას ნუ გამოიყენებენ საზოგადოებრივ ტრანსპორტს, გარდა აუცილებელი შემთხვევებისა.

„ჩვენს მოსახლეობას ვთხოვთ თავი შეიკავონ არააუცილებელი მგზავრობისგან და სოციალური ინტერაქციისგან. ლონდონი შესძლებს წარმატებით გაუმკლავდეს ამ უჩვეულო გამოწვევას. კრიტიკულად საჭირო პერსონალი, როგორცაა ექიმები და ექთნები უზრუნველყოფილი იქნებიან საკვებით და ყველა სხვა დანარჩენი საჭირო ინვენტარით“, - განაცხადა ლონდონის მერმა სადიქ ამან ხანიმ.

19 მარტის მონაცემებით, დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით ინფიცირების 2,626 დადასტურებული შემთხვევა იქნა გამოვლენილი, გარდაიცვალა 58 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 9 ინფიცირებული.